ლელა წურწუმიას პირველი გამოხმაურება "მამულიჩას" დაკავების შემდეგ

ლელა წურწუმიას პირველი გამოხმაურება "მამულიჩას" დაკავების შემდეგ

მომღერალი ლელა წურწუმია, მისი მეუღლის, კახა მამულაშვილის დაკავების შემდეგ, პირველ პოსტს აქვეყნებს. მომღერალმა ინსტაგრამის გვერდზე, "მამულიჩასთან" ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მიყვარხარ, მენატრები".

შეგახსენებთ, რომ ამბები.გე-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა პარიზიდან თბილისში ჩამოფრინდა. რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი საფრანგეთში, უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

სად, ვისთან ერთად იყო და რას საქმიანობდა კახა მამულაშვილი, სანამ მას სამართალდამცავები დააკავებდნენ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება