"მადლობა ვინც ტალახს გვესვრის" - ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი "მამულიჩას" დაკავების შემდეგ

"მადლობა ვინც ტალახს გვესვრის" - ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი "მამულიჩას" დაკავების შემდეგ

მომღერალი ლელა წურწუმია საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის. მადლობა მათ ვინც ტალახს გვესვრის. ესეც გადაივლის. ჩვენთან არს ღმერთი", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ქართველ პროდიუსერს 2 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და სასჯელის ზომად განსაზღვრავს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას.

მეორე მუხლი, რომლითაც "მამულიჩას" ედავებიან, არის სისხლის სამართლის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მამულიჩას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება