ოლიმპიურ სოფელში კახაბერისა და ხანუმების კონცერტი ჩატარდა

ოლიმპიურ სოფელში კახაბერისა და ხანუმების კონცერტი ჩატარდა

ოლიმპიური სოფლის ფან-ზონაში გუშინ კახაბერისა და ხანუმების კონცერტი ჩატარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას ოლიმპიურ ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები დაესწრნენ. მათივე ინფორმაციით, დაძაბული სპორტული შეჯიბრებების შემდეგ მათ განტვირთვისა და დასვენების საშუალება მიეცათ.

სპორტსმენები ერთმანეთს ქართული საცეკვაო ილეთების შესრულებაშიც შეეჯიბრნენ. სტუმრების განსაკუთრრებული მოწონება ქართულმა ტრადიციულმა სამზარეულომ, ფოლკლორმა და სტუმართმოყვარეობამ დაიმსახურა.

კახაბერისა და ხანუმების კონცერტით ოლიმპიურ სოფელში მიმდინარე ღონისძიებების სერია დასრულდა.

დღეს კი, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ცერემონიალი 21:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება