"...ამას გადასარევად აკეთებდა ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი" - ია ფარულავა აჭარის მოდის კვირეულზე

"...ამას გადასარევად აკეთებდა ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი" - ია ფარულავა აჭარის მოდის კვირეულზე

ბათუმში, "Adjara Fashion Week" გაიხსნა. მოდის კვირეული მოდის თეატრის პერფორმანსით დაიწყო. სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელებმა თეატრალიზებული შოუთი "Manana Collection" წარმოადგინეს. მანანა გოგლიჩიძის 30 კოსტიუმის მთავარი კონცეფცია საღამოს კაბებია. პერფორმანსის დაწყებამდე გალა კონცერთი გაიმართა, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. მოდის კვირეულზე, რომელიც ბათუმში წელს პირველად ტარდება ქართველი და უცხოელი დიზაინერები სეზონურ კოლექციებს წარმოადგენენ. მათ შესაფასებლად კი ზღვისპირა ქალაქს მოდის კრიტიკოსები და ბაიერები ეწვია.

VIDEO: "...ამას გადასარევად აკეთებდა ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი" - ია ფარულავა აჭარის მოდის კვირეულზე

იმ დიზაინერთა ნამუშევრები, რომელიც პოდიუმზე ვერ მოხვდა, აჭარის მოდის კვირეულის ფარგლებში მოწყობილ შოურუმში წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვაზე საღამოს კაბების და აქსესუარების შეძენა ნებისნიერ მსურველს შეუძლია. აჭარის მოდის კვირეული "ფეშენ გრუპისა" და მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "Adjara Fashion Week" ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის ივლისის ბოლოს, აჭარის ზღვისპირა ქალაქში ჩატარდება.

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება