მარკ ცუკერბერგი პირველ შვილს ელოდება: "ჩვენ ვეცდებით სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენი შვილისთვის და შემდეგი თაობისთვის"

მარკ ცუკერბერგი პირველ შვილს ელოდება: "ჩვენ ვეცდებით სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენი შვილისთვის და შემდეგი თაობისთვის"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე გულახდილი წერილი გამოაქვეყნა:

"მე და პრისცილას ამაღელვებელი ახალი ამბავი გვაქვს: ბავშვს ველოდებით! ეს იქნება ახალი ფურცელი ჩვენს ცხოვრებაში. აქამდეც გვქონდა ბედნიერება მსოფლიოს ირგვლივ ადამიანებს შევხვედროდით, ჩემი მეუღლე პრისცილა როგორც ექიმი და მასწავლებელი, მე კი ამ კომუნის და ფილანთროპიის საშუალებით. ახლა ჩვენ ვეცდებით სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენი შვილისთვის და შემდეგი თაობისთვის.

დასაწყისისთვის გვინდა ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე მრავალი წელია ვცდილობთ ბავშვის გაჩენას, მაგრამ სცილას მუცელი სამჯერ მოეშალა. როდესაც იგებ, რომ ბავშვი უნდა გეყოლოს, იმედით ივსები, იწყებ იმაზე ფიქრს, ვინ გაიზრდება შენი შვილი და წარმოიდგენ მის მომავალს. იწყებ გეგმების დაწყობას და უცებ ყველაფერი ქრება. ეს ძალიან მძიმე გამოცდილებაა. ძირითადად, ხალხი არ საუბრობს ღიად მუცლის მოშლის შესახებ და მარტო ცდილობს გაუმკლავდეს ამ ტრაგედიას.

დღევანდელ ღია მსოფლიოში მსგავსი საკითხების განხილვა გვაერთიანებს. ის წარმოშობს თანაგრძნობას, ურთიერთგაგებას და გაძლევს იმედს. როდესაც ჩვენ მეგობრებთან ამ საკითხზე საუბარი დავიწყეთ, უცებ დავინახეთ, რომ მსგავსი პრობლემა უამრავ ადამიანს აქვს, ზოგს კი საერთოდ არ უჩნდება შვილი.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით უფრო მეტ ხალხს მივცემთ იმედს და უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს თავს კომფორტულად ამ საკითხზე საუბრისას და გააზიარებს საკუთარ ისტორიებს. ჩვენი ფეხმძიმობა შორსაა დაკარგვის რისკისგან და ამიტომ ძალიან დიდი იმედით ვართ სავსე", - წერს ცუკერბერგი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება