ნანუკა ჟორჟოლიანის და გიორგი სიგუას დაპირისპირება - "სერიოზულად დაფიქრდი, რამე ხომ არ გჭირს"

ნანუკა ჟორჟოლიანის და გიორგი სიგუას დაპირისპირება - "სერიოზულად დაფიქრდი, რამე ხომ არ გჭირს"

ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე საათის წინ GEM Fest-ის ორგანიზატორ გიორგი სიგუას სოციალური ქსელით აკრიტიკებდა.

''ჩვენი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მილიონებს რომ იხდის ფესტივალში, რომლის ორგანიზატორობასაც (რატომღაც) შენ გავალებენ, მინიმუმ უნდა უზრუნველყონ დღის გართობა, ამ დროს მუსიკა სადმე მაინც უნდა უკრავდეს!

200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, სნოს გარდა რამე სასმელი უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო პონტი. იმედია, დაინტერესდებიან ჩემი კოლეგები, სად წავიდა ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები, მაშინ როცა იგივე ინფრასტრუქტურაა თითქმის, თუ არ ჩავთვლი დაყრილ ქვიშას და მინათებულ წითელ ფერს''!,- წერდა ნანუკა.

სტატუსს გიორგი სიგუა გამოეხმაურა. "ჯერ ერთი, კერძო პროექტია და არავის დაუვალებია ჩემთვის რამის ორგანიზება ჩემი თავის გარდა, მეორე - მილიონები არა, მილიარდები მომცა სახელმწიფომ. სასმელებს რაც შეეხება, მანდ რა ბრენდებსაც ხედავ, სპონსორებია ეგენი და ბუნებრივია მათ აქვთ თავიანთ სეგმენტში ექსკლუზივები.

რომ იცოდე მაგაზე ცუდადაა საქმე, ფეიერვერკი რომ გავუშვით, ფოტოშოპი იყო, არმინ ვან ბურენს არ დაუკრავს, ორეული გახლდათ, ხალხიც არ ჩამოსულა და ზოგადად დედა გვაქვს ნატირები. დაოკდე

ეგებ. აქ თუ ხარ, მოდი ელარჯიან ხაჭაპურზე დაგპატიჟებ, ჯობია".

"იუმორიც არ გივარგა. ერთადერთი, რაც გამოგდის თაღლითობაა. ერთი ამერიკაში არ გადაყარე ხალხი, ბილეთებს გაყიდინებთ იაფიანსო, მეორე მანამდე არ ითალღითე და მესამე აქედან არ მოტეხე ფული", - პასუხობს ჟორჟოლიანი სიგუას.

გაგრძელება

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან