"ჩემი დიეტობა იმით დასრულდა, რომ ბათუმის საავადმყოფოში გადამიყვანეს"

"ჩემი დიეტობა იმით დასრულდა, რომ ბათუმის საავადმყოფოში გადამიყვანეს"

მსახიობი თინი გალდავა აგვისტოს ცხელ დღეებს მეგობრების გარემოცვაში რომელიმე ზღვისპირა ქალაქში გაატარებს. უყვარს ზღვა, მზე და კურორტზე ყოფნისას ყველაზე დიდ სიამოვნებას ნამზეურის მიღება, შოპინგი ანიჭებს.

- ზაფხულის დადგომასთან ერთად, ზღვის ნოსტალგია მეწყება და ერთი სული მაქვს ხოლმე, რომელიმე ზღვისპირა ქალაქს ვესტუმრო. წელს მეგობრებთან ერთად ვაპირებ დასასვენებლად წასვლას. თუმცა, სად წავალთ, ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. სურვილი გვაქვს, ისეთ ადგილას დავისვენოთ, სადაც ხალხმრავლობა არ იქნება. "პენსიონერული" დასვენების მოწყობა გვინდა (იცინის). მგონი, საბოლოოდ გონიოზე გავაკეთებთ არჩევანს. გვითხრეს, რომ იქ ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილებია, მე კი გონიოში არასდროს ვყოფილვარ.

- ზღვისპირეთში წასვლას რამდენი დღით გეგმავ?

- ჩემი პროფესიის ადამიანებს არა მგონია, რაიმე დალაგებული და დაგეგმილი ჰქონდეთ. არავინ იცის, საქმე როდის გამოგვიჩნდება. ზოგს მთელი ზაფხულის თბილისში გატარებაც კი უწევს, რადგან გადაღებები აქვთ... თუმცა, არ ვწუწუნებ, აგვისტოში ყოველთვის ვახერხებ ზღვაზე წასვლას და განტვირთვას, დასვენებას.

- რატომ გადაწყვიტე, რომ ამჯერად "პენსიონერული" დასვენება მოიწყო?

- არ ვიცი, ასეთი სურვილი გამიჩნდა და მორჩა. ალბათ, მთლიანად გარუჯვაზე ვიქნები ორიენტირებული. სხვათა შორის, მეგობრებთან ერთად დასვენებაზე უკეთესი არაფერია. ერთად ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ და შემდეგ მთელი წელი მშვენიერი მოგონებები გვაქვს ხოლმე.

- როცა ქალაქგარეთ მიდიხარ, წიგნები მიგაქვს?

-ელექტრონული წიგნი - "კლოუნის თვალთახედვა" შევიძინე და ალბათ, კურორტზე ყოფნისას ამ ნაწარმოებს წავიკითხავ... ისე, ჯერ ისიც არ ვიცი, რამდენი მეგობარი წავალთ ერთად დასასვენებლად. ჰოდა, შეიძლება, ჩემი დაგეგმილი "პენსიონერული" დასვენება არც გამოგვივიდეს. ჩემთვის მშვიდად დასვენება მზესთან, ზღვასთან, ჯანსაღ კვებასთან, საინტერესო წიგნის კითხვასთან და კიდევ, საღამოს ცოტაოდენი ალკოჰოლური სასმლის მოწრუპვასთან ასოცირდება.

- მოგწონს, როცა გარუჯული ხარ? ნამზეურის მიღებისას ხომ არ დამწვარხარ?

- არა, ასე სერიოზულად არას¬დროს დამწვია კანი. "ზაგრის" მიღებისას დამცავ კრემს არ ვიყენებ. თავდაპირველად ვწითლდები, მეორე დღეს უკვე სიწითლე გადამდის და ჩემი კანი კარგ შეფერილობას იღებს... ბევრჯერ გამჩენია სურვილი, ისეთი კრემი წამესვა, რომელიც ნამზეურის სწრაფად მიღებაში დამეხმარებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავს ვიკავებდი - ამ გზით მიღებული "ზაგარი" მალევე გადადის.

- თბილისში ყოფნისას, სოლარიუმს თუ სტუმრობ?

- არა, არასდროს ვყოფილვარ. რატომღაც, სოლარიუმების შიში მაქვს. ამიტომ, თუ ზამთარში კანის ფერის შეცვლა აუცილებლად მჭირდება, ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც კანის ხელოვნურ დაფერვას გამიკეთებენ. როგორც კი ზაფხული დგება, ბუნებრივი ნამზეურის მიღებას ვცდილობ... ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: როცა მზე "პიკშია", ზუსტად მაშინ ვირუჯები, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია.

- მთაში დასასვენებლად იშვიათად მიდიხარ?

- რატომღაც, უპირატესობას ზღვას ვანიჭებ. მთაში დასვენება ბავშვობაშიც არ მიყვარდა. ვიცი, მთის ჰაერი ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლოა, მაგრამ რა ვქნა, ზღვისპირეთი მირჩევნია... ამ სიცხეში წყლის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. წყალი ჩემი სტიქიაა. მახსოვს, ბავშვობაში ყველაზე ხშირად, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად თურქეთში მივდიოდი. მერე, როცა უკვე წამოვიზარდე, დაქალებთან ერთად წასვლის სურვილი გამიჩნდა. შარშან, ჩემს გოგოებთან ერთად, პირველად ვესტუმრე ეგვიპტეს და ძალიან კარგი

დრო გავატარეთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება