ანჯელინა ჯოლი სერიოზულად არის ავად

ანჯელინა ჯოლი სერიოზულად არის ავად

40 წლის ანჯელინა ჯოლის გარეგნობა მის ფანებს საგონებელში აგდებს - ამბობენ, რომ მსახიობი გადაღლილად გამოიყურება და თან იმაზე უარესად, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯოლი ანორექსიით იტანჯებოდა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ სიგამხდრის მიზეზი სერიოზული დაავადებაა, რომლის დაფარვასაც ცდილობს მსახიობი.

ვარსკვლავის არაჯანმრთელი ვიზუალის გამო ექიმები თვლიან, რომ გარეგნული ცვლილება ბოლო წლებში ჯოლის გადატანილ ოპერაციებს უკავშირდება: ონკოლოგიური დაავადების რისკის აღმოსაფხვრელად მსახიობმა ორმაგი მასტექტომია გაიკეთა, შემდეგ კი საკვერცხეები ამოიჭრა. ეს ყველაფერი და მოახლოებული მენოპაუზა ექიმების აზრით, შესაძლოა, დეპრესიის გამომწვევი გამხდარიყო, შედეგად კი მადის და წონის დაკარგვის განმაპირობებელი.

სპეციალისტების მეორე ნაწილი უარეს ვერსიაზე საუბრობს. ”ანჯელინამ ყველაფერი გააკეთა, რომ სიმსივნის წარმოქმნა აღეკვეთა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. მსახიობის მდგომარეობა ახლა იმაზე მეტყველებს, რომ მას ჯანმრთელობის ახალი პრობლემები შეექმნა”, - წერენ ტაბლოიდ Star-ში.

მესამე მხარე კი თვლის, რომ არაჯანმრთელი იერი სტრესმა და ოჯახურმა პრობლემებმა გამოიწვიეს (დადის ხმები, რომ პიტთან ქორწინება ინგრევა და წყვილი გაყრის ზღვარზეა). ამასთან, ჯოლი შეუსვენებლად მუშაობს, ბევრს დადის ჰუმანიტარულ მისიებში და მგზავრობისას თითქმის არ იკვებება, ბევრს ეწევა და არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს. 

ორიგინალი სტატია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება