დაუვიწყარი ქორწილი ესპანეთში და სასტუმროებიდან წამოღებული ლოსიონები

დაუვიწყარი ქორწილი ესპანეთში და სასტუმროებიდან წამოღებული ლოსიონები

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს კურორტებზე დასვენებას ერიდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი და ანაკლია მისი საყვარელი ქალაქებია, ზაფხულში იქ ჩასვლა არ უყვარს.

ცდილობს, აჭარის სანაპიროს სეზონის ბოლოს ესტუმროს, როცა ნაკლები დამსვენებელი იქნება, მანამდე კი ევროპის კურორტების შემოვლას ამჯობინებს.

- რამდენიმე კვირა ესპანეთში ვიყავი. ეს ჩემთვის საოცარი მოგზაურობა, დასვენება, გართობა და შთაბეჭდილებებით სავსე დღეები იყო. ესპანეთში ყოფნისას, ჩემი მეგობრის - მისს "პერუ 2011"-ის ქორწილში ამოვყავი თავი. მან "მის მსოფლიოს" რამდენიმე მონაწილე დაგვპატიჟა. იქ იყო ჩემი მეორე დაქალი - "მის მოლდოვა" და კიდევ, "მის რუსეთი". ზღაპრულ ქორწილში აღმოვჩნდი. ულამაზესი ცერემონიალი იყო. წყვილმა ჯვარი კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერა, შემდეგ კი ძალიან ლამაზ, დიდ, მაგ­რამ მყუდრო ესპანურ სასახლეში გადავინაცვლეთ, სადაც ქორწილში მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლ­დნენ. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ქორწილის შემდეგ პატარძალთან და მის მეუღლესთან ერთად, ესპანეთის კურორტ კოსტა-ბრავაში გავემგზავრეთ და მოვინახულე თითქმის მთელი კატალონიის სანაპირო. ესპანეთი ძალიან მომწონს და ახლა ესპანურ ენასაც ვსწავლობ.

- რამდენად შესაძლებელია, რომ უცხოელზე გათხოვდე?

- გამორიცხული არაფერია.

- უცხოეთში დასასვენებლად ხშირად მიდიხარ?

- საზღვარგარეთ დასასვენებლად ოჯახთან ერთად, თითქმის ყოველ წელს დავდივარ. თუ ოჯახის ყველა წევრი არა, დედა მაინც მომყვება ხოლმე. გულწრფელად ვიტყვი, მეგობრებთან ერთად დასვენება ძალიან მიყვარს, მაგრამ დედის გვერდით ყოფნაც სასიამოვნოა. ის ყველაფერში მიგებს, მხარში მიდგას.

- ესპანეთში დასვენება უკვე მოასწარი. კიდევ სად გეგმავ გამგზავრებას?

- რამდენიმე დღეში ჩემს უახლოეს ადამიანთან ერთად, რომელსაც დაქალსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ოჯახის წევრად მივიჩნევ, დასასვენებლად ევროპაში მივდივარ. დაგეგმილი გვაქვს, რომ პატარა ევროტური მოვიწყოთ. იმედია, კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით.

- რა დრო გჭირდება განტვირთვისთვის, დასვენებისთვის?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება