30 წლის ქართველი ბიზნესმენი რუსულ შოუში ქალს ეძებს

30 წლის ქართველი ბიზნესმენი რუსულ შოუში ქალს ეძებს

30 წლის ირაკლი მაქაცარიას ბიზნესი ერთდროულად რამდენიმე სფეროში აქვს. ტელეარხმა "ესტებე"-მ ის საკუთარი რეალითი შოუს, "უცოლოს" მეექვსე სეზონის გმირად დაასახელა.

"ვაღიარებ, პროექტში მონაწილეობა არასტანდარტული სიტუაციაა ჩემთვის, მაგრამ "უცოლო" იმისთვისაა შექმნილი, რომ მარტოხელა ადამიანებმა ერთმანეთი იპოვონ და მე მწამს, რომ აქ შევხვდები გოგონას, რომელთანაც შევძლებ სტაბილური, მყარი ურთიერთობის შექმნას. მე არ ვეძებ იდეალურ გოგონას ან იდეალურ გრძნობებს, ასეთი რამ არ არსებობს. უბრალოდ, ვეძებ გოგონას, რომელიც ჩემი გახდება და ვის გვერდითაც მშვიდად და კომფორტულად ვიქნები", - განაცხადა ახალგაზრდა ქართველმა ბიზნესმენმა.

პროექტის ხელმძღვანელის ანა კალინის თქმით, ირაკლი განებივრებულია ქალების ყურადღებით, მაგრამ ეს არ აისახება მის მზრუნველ, ძალიან ყურადღებიან და მოწიწებულ დამოკიდებულებაზე ქალების მიმართ. ტემპერამენტის მხრივ კი ირაკლი გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და ზოგჯერ საერთოდ მოულოდნელადაც.

ირაკლი მაქაცარია 1985 წლის 24 მარტს დაიბადა. მან საშუალო განათლება ამერიკაში მიიღო, უმაღლესი კი საქართველოში. სპეციალობით მარკეტოლოგია. მაქაცარიას სამშენებლო, საბანკო, სამოდელო ინდუსტრიის და სარეკლამო სფეროში აქვს ბიზნესი. 2013 წელს ირაკლიმ დააარსა კომპანია Maq Entertainment, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს