მანიკა ასათიანის პირველი სიყვარული

მანიკა ასათიანის პირველი სიყვარული

მოდელი და ჟურნალისტი - მანიკა ასათიანი ერთ-ერთი გახლავთ იმ იშვიათ ადამიანებს შორის, რომლის სახელსაც სკანდალები არ უკავშირდება , თუმცა პოპულარობა მაინც არ აკლია... მანიკას "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვეთ.

- დაახლოებით მეათე კლასში ვიყავი, როცა ჩემი დაქალის მამამ 5 მეგობარი კვარიათში წაგვიყვანა. მართალია, ზედამხედველად ერთი უფროსი ადამიანი გვახლდა, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი დამოუკიდებელი დასვენება იყო. კარგად გავერთეთ, მწვანე კონცხზეც ვიყავით...

- იღბლიან ადამიანად პირველად როდის იგრძენი თავი?

- ასე თუ ისე, იღბლიან ადამიანად მივიჩნევ თავს. თვალი არ მეცეს და, რაღაცას რომ მოვინდომებ, რა თქმა უნდა, მეც ვცდილობ მიზანს მივაღწიო, მაგრამ ალბათ, ამაში იღბალიც მეხმარება: რატომღაც, ბავშვობიდან ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ ხდებოდა (თუნდაც - კასტინგებზე). იღბლიანი იმიტომაც ვარ, რომ ბექას (ჩემს მეუღლეს) შევხვდი, კარგი ოჯახი მაქვს... მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აეწყო.

- გაიხსენე პირველი ტელეეთერი წამყვანის ამპლუაში...

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში ამინდის პროგნოზს ვკითხულობდი. Yყველას უკვირს, მაგრამ მართლა არ მინერვიულია. ალბათ, ეს იმანაც განაპირობა, რომ ბავშვი ვიყავი და თან, კამერის არ მეშინია. დღემდე ასე ვარ - პირდაპირი ეთერისას არასოდეს ვნერვიულობ.

- პირველი "ჩეპე" პირდაპირ ეთერში...

- ალბათ, რაღაც სიტყვა შემეშალა ან რბილი "ლ" ვთქვი. იშვიათად ვიბნევი: თუ რაღაც შემეშალა, აუცილებლად გამოვასწორებ. ძალიან უხერხულ სიტუციაში არ აღმოვჩენილვარ.

- პირველი ავტოგრაფი...

- "ჯეოსტარში" მონაწილეობისას, კულისებში ბავშვები სულ იყვნენ და ავტოგრაფებს იქ ვარიგებდით...

- პირველი სიყვარული...

- ეს ბექაა.

- ბექასთან პირველი შეხვედრა...

- აკვაპარკში ჩვენება მქონდა. ჩემს გასაცნობად იქ მოვიდა (მეგობრის დახმარებით გამიცნო) - ეს 7 წლის წინ მოხდა.

- პირველი სიმთვრალე...

- დაახლოებით 15 წლის ვიყავი. კიკეთში, დეიდასთან ვისვენებდი. დეიდა ჩემზე მხოლოდ რამდენიმე წლითაა უფროსი. მის მეგობრებთან ერთად დავჯექი და კარგად დავთვერი. მახსოვს, ცუდად გავხდი.

- პირველი ჰონორარი...

- 12 წლისა გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში - "კავშირი" გადამიღეს და პირველი ჰონორარი სწორედ მაშინ ავიღე. ზუსტად მახსოვს, იმ თანხით მუსიკალური ცენტრი შევიძინე.

- შეგიძლია, ფილმის შესახებ ცოტა რამ გვიამბო?

- მოქმედება მატარებელში ხდება. ბიჭი და გოგო ერთმანეთთან კონტაქტს მხოლოდ თვალებით ამყარებენ. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფილმია და თავის დროზე (10 წლის წინ), დიდი მოწონება ხვდა წილად.

- პირველი ფილმი, რომელმაც შენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა...

- დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როცა "ტიტანიკი" ვნახე. ისე ვიტირე, რომ დამამშვიდებელი საშუალებები დამჭირდა.

- პირველი მარცხი ცხოვრებაში...

- (ფიქრობს) ალბათ, იმიტომ არ მახსენდება, რომ ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ, მარცხად არაფერს მივიჩნევ...

- პირველი ორიგინალური საჩუქარი თაყვანისმცემლისგან... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება