ნორვეგია იწყებს სერიალს, სადაც ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ნორვეგია იწყებს სერიალს, სადაც ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული

ნორვეგიული ტელეარხი TV2 ახალ სატელევიზიო შოუს იწყებს, რომელსაც სახელად ”ოკუპირებულები” ქვია. პროექტი შემოდგომის სატელევიზიო სეზონის ჰიტად უნდა იქცეს. სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, სადაც სკანდინავიური ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული (იხილეთ სერიალის ტრეილერი)

ავტორების ჩანაფიქრით, ნორვეგიის ხელისუფლებაში მოდის რადიკალური ეკოლოგიური პარტია, რომელიც გაზის და ნავთობის ამოღებას აჩერებს. ამის გამო რუსეთის არმია ახდენს ქვეყნის ოკუპაციას და ამყარებს კონტროლს ნავთობსა და გაზზე.

სერიალის ორწუთიან ტრეილერში ნაჩვენებია ყველა ფობია და სტერეოტიპი, რომელიც მრავალი თვეების განმავლობაში ტირაჟირებდა ევროპულ მედიაში, განსაკუთრებით კი სკანდინავიაში.

”ოკუპირებულები” ყველაზე ძვირადღირებული პროექტია ნორვეგიული ტელევიზიის ისტორიაში. მასზე 9,6 მილიონი ევრო დაიხარჯა. მისი ტრანსლირების უფლება დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოიპოვა, ასევე მიდის მოლაპარაკებები გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, შვედეთთან, ისლანდიასთან, ბელგიასთან და ჰოლანდიასთან.

ნორვეგიაში რუსეთის საელჩოში მოახლოებული პრემიერის გამო მწუხარება გამოხატეს. ”მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ხაზს უსვამენ გამოგონილ სიუჟეტს, რომელსაც თითქოს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, საუბარი ამ სერიალში რეალურ ქვეყნებზეა და რუსეთს აგრესორის როლი აქვს. სამწუხაროა, რომ მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავზე, სერიალის ავტორებმა თითქოს დაივიწყეს საბჭოთა კავშირის არმიის გმირული წვლილი სამხრეთ ნორვეგიის ფაშისტი დამპყრობლებისგან გათავისუფლებაში და გადაწყვიტეს, ცივი ომის ტრადიციებში ნორვეგიელი მაყურებელი შეეშინებინათ არარსებული საფრთხით”, - აცხადებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება