"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე

"გაშიშვლება ერთგვარი მანიპულაციაა..." - ნატალი მაჩიტაძე

მსახიობი ნატალი მაჩიტიძე პოპულარული რუსული სერიალის - "სამზარეულო" - ქართულ ვერსიაში მონაწილეობს. სერიალს ქართველი ტელემაყურებელი შემოდგომაზე იხილავს. ამჟამად, ნატალი ერთ-ერთი კარაოკე-ბარის წამყვანი გახლავთ და ცდილობს, სამსახურს საზაფხულო არდადეგებიც შეუთავსოს...

გარეგნობაზე ზრუნვა

- ჩემს მომხიბვლელობაში დარწმუნებული დღემდე არ ვარ. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ბებომ: ის ბავშვობიდან "მახინჯ თოჯინას" მეძახდა, რაც გონებაში ისე ჩამრჩა და დაილექა, რომ ქუჩაში გასულს თუ მეუბნებოდნენ, - რა ლამაზი გოგო ხარო! - უკან ვიყურებოდი: მეგონა, ვიღაც სხვაზე ამბობდნენ... "მახინჯი თოჯინა" ქვეცნობიერად მომყვება... ძალიან მომწონს, როცა ქალი საკუთარ თავს უვლის. რა თქმა უნდა, გარეგნობაზე შეძლებისდაგვარად, მეც ვზრუნავ. ვერ ვიტყვი, ამისთვის პლასტიკურ ქირურგებს მივმართავ-მეთქი. როგორც გამოვიყურები, ეს გენეტიკის წყალობა გახლავთ. ამისთვის - მადლობა ჩემს მშობლებს (იცინის)!

"მშობიარობის შემდეგ, ქალები სუქდებიან, ჩვენ - არა"

- სულ ერთი და იგივე წონა მაქვს. ესეც გენეტიკის წყალობაა. საერთოდ, მშობიარობის შემდეგ, ქალები სუქდებიან, ჩვენ - არა: დედას დღემდე ლამაზი ტანი აქვს. რადგან სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს, კვებისას არ ვიზღუდები. ვარჯიშს რაც შეეხება - უბრალოდ, ველოსიპედით სეირნობა და ცურვა მიყვარს. როცა არ ვმუშაობ და არც გადაღება მაქვს, ჩემს ქალაქში ველოსიპედით ვსეირნობ, აუზზე საცურაოდ დავდივარ...

ვარცხნილობა, თმის ფერი

- წინათ თმა არასოდეს შემიღებავს, მაგრამ წელს წითლად (როგორც რიანას აქვს) შევიღებე. ძალიან მომწონდა. მერე ვინანე... მანამდე ყველა მეუბნებოდა, - არ შეიღებო, გადასარევი თმის ფერი გაქვსო. შეღებილივით მუქი შავი თმა მქონდა... მერე წითლად ღებვამ დამტანჯა: ბუნებრივი ფერის თმა მალე ამომდიოდა და შენაღებთან კონტრასტი ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, ისევ შავად გადავიღებე და მოკლე "კარე" შევიჭერი. თმაზე ბევრი ექსპერიმენტი ჩავიტარე. ახლა გადავწყვიტე, დავასვენო და გავაჯანსაღო.

ნატალი, ანჯელინა და შორენა.

- ანჯელინა ჯოლის პირველად, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში შემადარეს: მაშინ არც ვიცოდი, ანჯელინა ვინ იყო. უბრალოდ, მეზობელს შავ-თეთრი გაზეთიდან ამოჭრილი მისი ფოტო ჰქონდა და გამომატანა, - ამ გოგოს ძალიან ჰგავხარო. ოჯახის წევრებს რომ ვუჩვენე, ყველამ აღნიშნა, - რა მაგრად ჰგავხარო!.. მერე ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით ფილმებიც ვნახე. ეს მსახიობი საქართველოშიც ძალიან ცნობილი გახდა და "ანჯელინას" ბევრი მეძახდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება