თინა კანდელაკის "რუსული კარიერა" და სკანდალური პირადი ცხოვრება

თინა კანდელაკის "რუსული კარიერა" და სკანდალური პირადი ცხოვრება

სრული სახელი - თინათინი. რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი - ქართული, სომხური, თურქული და ბერძნული წარმომავლობით.

ბიოგრაფია

თინათინ გივის ასული კანდელაკი, დაიბადა თბილისში, 1975 წლის 10 ნოემბერს.

მამა - გივი კანდელაკი ბერძნული წარმოშობისაა. IX საუკუნეში კანდელაკების წინაპრები საბერძნეთიდან საქართველოში გადმოსახლდნენ. ინტერვიუში თინა ადასტურებს, რომ მისი გვარი ბერძნულია. ბერძენი მღვდლები, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანეს, მისი შორეული წინაპრები არიან. თუმცა ასიმილაცია იმდენად ღრმა იყო, რომ კანდელაკები 100%-იანი ქართველები გახდნენ. დედა - ელვირა ალაჰვერდოვა. როგორც თინა ამბობს - დედა ნახევრად სომეხი, ნახევრად კი თურქია.

სკოლის ზეიმზე

კანდელაკმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე - პლასტიკური კოსმეტოლოგიის განხრით დაიწყო. მოგვიანებით იმავე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა. 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

1995 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო სხვადასხვა რადიოსა და ტელეარხებზე.

1995 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

თინა კანდელაკი - კომპანია "Апостол"-ის პარტნიორი და ერთ-ერთი მფლობელია. კომპანია აწარმოებს რუსული წამყვანი არხების სატელევიზიო პროგრამებსა და უზრუნველყოფს PR მომსახურების სრულ ციკლს.

2015 წელს კანდელაკი სპორტული ტელეარხის -"Матч ТВ"- ის გენერალური პროდიუსერი გახდა.

თინას ძალიან უყვარს სპორტი და აქტიურად ვარჯიშობს.

მოსკოვში თინა რესტორნის, ქართული სამზარეულოს "თინათინის" მფლობელია.

2012 წლის მარტში კანდელაკმა კომპანია "ორიფლეიმთან" გააფორმა კონტრაქტი. ჟურნალისტის ჰონორარმა 2 მილიონი დოლარი შეადგინა და რუსულ სარეკლამო ბაზარზე რეკორდი მოხსნა. აბსოლუტურად შიშველი ფოტოსესია კანდელაკს ჯერ არ ჰქონია, თუმცა ფლეიბოის ჟურნალისთვის ის კლეოპატრას ფორმაში საკმაოდ "გულახდილი" ვიხილეთ.

თინა კანდელაკის პირადი ცხოვრება

გავრცელდა ხმები, რომ კანდელაკს რომანი ჰქონდა რუს მილიარდელ სულეიმან ქერიმოვთან. ჭორები დადასტურდა 2006 წლის 25 ნოემბრის ავტოავარიის შემდეგ. მანქანას ქერიმოვი მართავდა, მასთან ერთად კი სწორედ კანდელაკი იმყოფებოდა. ქერიმოვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, კანდელაკმა კი მარცხენა ბარძაყსა და მარცხენა მაჯაზე დამწვრობა მიიღო. მოგვიანებით თინამ დაზიანებულ ადგილებზე ტატუ გაიკეთა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება