ორსული რუსი მსახიობი კატია კლიმოვა ქართველ ქმარს გამოექცა

ორსული რუსი მსახიობი კატია კლიმოვა ქართველ ქმარს გამოექცა

სულ ცოტა ხნის წინ, 37 წლის მრავალშვილიანი დედა, ეკატერინა კლიმოვა თაყვანისმცემლებს კარგი ამბებით ახარებდა: გადაღებები რამენიმე პროექტში, ქორწინება 29 წლის კოლეგა გელა მესხთან, მეოთხე ფეხმძიმობა... თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობის ოჯახს, როგორც აღმოჩნდა ბედნიერს ვერ დაარქმევ. გელას კაპრიზებისგან დაღლილმა მსახიობმა გადაწყვიტა მისგან წასულიყო.

მიუხედავად ფეხმძიმობისა და ტოქსიკოზის შეტევებისა კლიმოვა მთელი დღეები გადასაღებ მოედანზე იმყოფება, ღამით კი საოჯახო საქმეებს აგვარებს, ამ დროს კი მესხი თვის ფანებთან იღებს ვნებიან ფოტოებს.

"რასაკვირველია ეს აღიზიანებს კატიას - ყვება მსახიობის ახლო მეგობარი, კოსტუმების მხატვარი ლარისა ჩუხრაი. - წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას: ხასიათის გამუდმებული ცვლილებები, დაღლილობა, ბავშვები, სამსახური და ათასი საზრუნავი მშობიარობამდე. კიდევ კარგი დედა მაინც ეხმარება. გელა ბოლო დროს ძალიან გაცივდა. ამას ფეხმძიმობას ვუკავშირებ. კაცები ცოლის ფეხმძიმობისას მზრუნველები ხდებიან, როცა ცოლი უყვართ, მაგრამ როგორც ჩანს... სიმართლე რომ ვთქვა ჯერ კიდევ მესხის დაბადების დღეზე შევნიშნე, რომ გელას კატია დიდად არ აღელვებდა. მაშინ ყველანი თავს ვევლებოდით კატიას, გელა კი სხვა გოგოებს ევლებოდა თავს.

ანალოგიურ შეფასებას აძლევენ გელა მესხს თეატრალური რეჟისორი ვიაჩისლავ სპეცივცევი, მსახიობის ყოფილი პედაგოგი და კატიას და გელას მეზობლები პავლოვაში, სადაც წყვილი ბინას ქირაობდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება