ინტერნეტში მეგან ფოქსის ”კლონი” გამოჩნდა

ინტერნეტში მეგან ფოქსის ”კლონი” გამოჩნდა

ბრაზილიელი გოგონა კლაუდია ალენდე ჰოლივუდის 29 წლის ვარსკვლავ მეგან ფოქსს გაჭრილი ვაშლივით წააგავს. ბრაზილიელის მსახიობთან წარმოუდგენელი მსგავსების შესახებ "ინსტაგრამის" საშუალებით გახდა ცნობილი.

კლაუდია ალენდეს თქმით, ფოქსის ორეული მას მას შემდეგ შეარქვეს, რაც ერთი წლის წინ აქტიურად დაიწყო "ფეისბუქზე" საკუთარი ფოტოების განთავსება. გოგონას 1,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე" და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. თავად მეგან ფოქსს სულ 400 000 კაცით მეტი, 1,8 მილიონი ”ფოლოვერი” ჰყავს.