"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ქველმოქმედი, ბიზნესმენი, კომუნიკაბელური, ემოციური, გულახდილი და მზრუნველი დედა - ასეთია დღეს ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე ნინო ენუქიძე. წარსულზე ნაკლებად საუბრობს. თუმცა, კარგად ახსენდება ერეკლესთან გატარებული წლები. როგორც ის "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, შესანიშნავი შვილები ჰყავს და თავს ერეკლე კოდუას გარეშეც კარგად გრძნობს. თავად კოდუები ნინო ენუქიძეს არაფრით ეხმარებიან. ის საკუთარ საქმეს თავადაც წარმატებულად უძღვება და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ნინო ენუქიძის ყოველი დილა 6 საათზე იწყება. პატარა უკვე 10 წლის ჰყავს. შვილებს სკოლაში აცილებს, რის შემდეგაც მისი დატვირთული დღე იწყება. ენუქიძე სილამაზის სალონ "ბაგატელის" და საჩხერის რაიონში "ყრუთა კავშირის" დამფუძნებელია. ნინოს მამა 6 თვის წინ გარდაეცვალა და მამის საქმიანობასაც აგრძელებს.

მამას ვაფლის მცირე საწარმო ჰქონდა, სამწუხაროდ, ის 6 თვის წინ გარდაიცვალა და მისი საქმიანობა მე განვაგრძე - საწარმო არ გავაჩერე. რაც შეეხება სილამაზის სალონს, იქ დამფუძნებელი ვარ და დირექტორი მყავს. სალონი კარგად მუშაობს, ვცდილობთ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ და მათ მრავალფეროვან მომსახურების პირობებს ვთავაზობთ", - აღნიშნა ნინო ენუქიძემ "კვირასთან" საუბრისას.

ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე წარმოშობით საჩხერიდან არის, ამიტომ ექვსი წლის წინ საჩხერის რაიონში ბენეფიციარებისთვის "ყრუთა კავშირი" დააფუძნა. რაიონულ ცენტრთან მას მხოლოდ ქველმოქმედება აკავშირებს. როგორც თავად ამბობს, მაშინ საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის დახმარებით საბავშვო ბაღის შენობაში ორი ოთახი გამოუყვეს. თავდაპირველად ადგილობრივები ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა დღეს ბენეფიციართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების საზოგადოებაში ადაპტაციის მიზნით, საქველმოქმედო კონცერტებს იმავე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მართავენ. ამ ყველაფერს კი ნინო ენუქიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით აკეთებს.

"ამჟამად ორგანიზაციაში ოფიციალურად 50 ბენეფიციარი ირიცხება, თუმცა დღის ცენტრს უფრო მეტი აკითხავს. აქ მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვები არ არიან. ბენეფიციარებს შორის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე მოზარდებიც არიან. ამ ეტაპზე ცვლილებები გვაქვს. ამერიკის საელჩოს დახმარებით შენობა გავარემონტეთ და გავფართოვდით. მუნიციპალიტეტის დახმარებით, სატრასპორტო საშუალება შევიძინეთ, რადგან, ზამთარში მშობლებს სოფლებიდან სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადაადგილება ძალიან უჭირთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება