ილო ბეროშვილი: "ნელი აგირბა ისევ მიყვარს, სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ"

ილო ბეროშვილი: "ნელი აგირბა ისევ მიყვარს, სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ"

ილია ბეროშვილი პოპულარული მოულოდნელად გახდა. "ჯეოსელის" რეკლამების შემდეგ გოგონების ყურადღება დაატყდა თავს და როგორც ამბობს, ამ ყველაფერმა ცხოვრება აურია. საკუთარ თავში ქაოსი დიდხანს ვერ დაალაგა. იმხანად კიდევ ერთი რთული პერიოდი ჰქონდა გამოვლილი - ცოლთან, ტელეწამყვან ნელი აგირბასთან ახალგაშორებული იყო.

არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა ბევრ რამეზე დააფიქრა, პიროვნულად შეცვალა. ილო ბეროშვილმა "სარკესთან" გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელი აგირბა კვლავ უყვარს, ნანობს, რომ მათი ოჯახი დაინგრა.

- შერიგების მცდელობა არ გაქვთ?

- ვმეგობრობთ, შვილები გვაკავშირებს. არ ვჩხუბობთ, არ ვკამათობთ. ცივილური ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცალ-ცალკე ვართ, დღემდე ვეუბნები, რომ მიყვარს. სერიოზულ ურთიერთობებს ვერავისთან ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობ ნელიზე. სხვებთან ურთიერთობის წამოწყება მიჭირს, რადგან ჩემს გულში მეუღლეს დიდი ადგილი უჭირავს, იმხელა, რომ ოდნავ სერიოზული ურთიერთობისთვისაც კი ადგილი არ არსებობს.

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა