ანრი ჯოხაძე იერუსალიმში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს: ''რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება''

ანრი ჯოხაძე იერუსალიმში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს: ''რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება''

როგორც ცნობილია, ქართველი მომღერლები და მსახიობები ისრაელში ისვენებენ. ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, შორენა ბეგაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე, მაკა ზამბახიძე ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძე ''ფეისბუქზე'' წერდა, რომ აშდოთში დაბომბვას ძლივს გადაურჩნენ. შორენა ბეგაშვილი ამბობდა, რომ შიშისგან კინაღამ მოკვდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ამბავმა ჩვენი ბომონდის წარმომადგენლებს გული არ გაუტეხა, მომხდარი მალევე დაივიწყეს და გართობა განაგრძეს.

იერუსალიმის მონახულების შემდეგ ანრი ჯოხაძე ''ფეისბუქზე'' წერდა, რომ შორენა შარონად მოინათლა, ხოლო მაკა ზამბახიძე მორჩილი გახდა. ანრი ჯოხაძე იერუსალიმში მაისურით იყო, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.

''ანრი, მაისურით შეგიშვეს, არ გეკადრება'', - წერდნენ, მის ფეისბუქ-გვერდზე.

ანრიმ ამას ჩვეული იუმორით უპასუხა -'' და შენ განკითხვა, ხომ გეკადრება, რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება. ვაი, ვაი...''

გთავაზობთ ისრაელში ჩვენი მომღერლების გართობის ამსახველ ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება