ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"

ლიკა ლაბაძისა და ჯუზეპე მარელას მისტიკური სიყვარული - "შემიძლია, ლიკას გამო მართლმადიდებლურად მოვინათლო"

დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკა ლაბაძე ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში წავიდა სასწავლებლად. ლიკამ ოცნება აისრულა, მსახიობობას ეუფლება. ამერიკა ძალიან შეუყვარდა და ლიკას ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მეორე ნახევარი - ჯუზეპე მარელა გაიცნო. ჯუზეპესთან შეხვედრას ლიკა იტალიაში ხუთი წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირებს:

ხუთი წლის წინ ოპერის თეატრი გასტროლით ვიყავით ვერონაში, ჯულიეტას და რომეოს მუზეუმში დავწერე წერილი, როგორ ბიჭს მინდოდა შევხვედროდი. ამ იტალიურ ტრადიციაზე ამბობენ, რომ ხშირად სრულდება. წერილი დავტოვე, ქუჩაში გამოვედი. მარგალიტის პატარა საყურეები მეკეთა, ერთი ჩამოვარდა და ქვაფენილზე დამივარდა. რამდენიმე გოგონა გავეკიდეთ, მაგრამ საკანალიზაციო მილში ჩავარდა და დავკარგე. ჩემმა მეგობარმა, ნინო გოგუამ მითხრა, ვიცი, ეს რასაც ნიშნავს, შენ გაიცნობ იტალიელ ბიჭს, რომელსაც შეუყვარდები და მარგალიტის საყურეს გაჩუქებსო. ამაზე, რა თქმა უნდა, მაშინ გამეცინა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა და ჯუზეპემ მარგალიტის საყურეები მაჩუქა. ასეთი მისტიკური რამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, – გვითხრა შეხვედრის დასაწყისში ლიკამ.

ლიკამ და ჯუზეპემ საქართველოში ზაფხულის რამდენიმე დღე გაატარეს.

- ჯუზეპე, როგორ გახსენდება ლიკასთან პირველი შეხვედრა, რა გაიფიქრე, როდესაც ის დაინახე?

- სკოლაში ჩასვლა ერთი კვირით დავაგვიანე. ამის გამო ვნერვიულობდი და გადაღლილი ვიყავი. მთელი ზაფხული ვმუშაობდი. მოდელი და მსახიობი ვარ და მინდოდა, ამერიკულ კინოში მეცადა ბედი. ნიუ-იორკში ჩასვლით ძალიან აჟიტირებული ვიყავი და საერთოდ არ ვფიქრობდი ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობაზე. მთლიანად სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ჩვენს საკლასო ოთახში შევედი და ლიკა დავინახე, მის გარდა სხვას ვეღარაფერს ვამჩნევდი. მსგავსი რამ არასდროს მიგრძნია. ვუყურებდი ლიკას და თითქოს დრო გაჩერდა. იმწუთას ჩვენ ორის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ეს ყველაფერი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცოტათი შემეშინდა კიდეც. მსგავს რამეს საერთოდ არ ველოდი.

- ლიკა, შენც მსგავსი გრძნობა გაგიჩნდა?

- ჯუზეპე რომ დავინახე, რა თქმა უნდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო. გავუღიმე. მერე გავიცანი და დავმეგობრდით. რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ მეგობრები ვიყავით. მოგვიანებით მიამბო, რაც ჩემი დანახვისას იგრძნო.

- ჯუზეპე, როგორი იყო შენი პირადი ცხოვრება, სანამ ლიკას შეხვდებოდი?

- რა თქმა უნდა, მქონია ხანგრძლივი ურთიერთობები, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი მამაჩემთან ერთად. მამა გემის კაპიტანი იყო და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება და მოგზაურობა მიწევდა. ხუთი წელი ბრაზილიაში ვცხოვრობდი. მერე საფრანგეთში, პარიზში ვმუშაობდი. ამერიკაშიც ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. განათლების მისაღებად ბევრს ვმუშაობდი. ვცხოვრობდი ლონდონში, მადრიდში. წარმოშობით იტალიიდან ვარ, მაგრამ მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. გამოდის, რომ ყალბი იტალიელი ვარ. მშობლები იტალიაში ცხოვრობენ და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მათთან ჩავდივარ. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი საფრანგეთში მაქვს გატარებული. ჩემში ბევრი რამაა ფრანგული, მაგრამ გული იტალიური მაქვს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება