ბექა ხოფერია და მისი მეუღლე სამშობიაროში კონსულტაციაზე...

ბექა ხოფერია და მისი მეუღლე სამშობიაროში კონსულტაციაზე...

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია მეორე შვილის მამა გახდება. თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი უკვე რამდენიმე თვეა ასირიელ გოგონაზე, ინა ოსიპოვაზეა დაქორწინებული. "ამბები.გე"-ს თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში გადაღებული ფოტოები მიაწოდეს, სადაც წყვილი ექიმთან კონსულტაციაზე იყო მისული.

ბექა ხოფერიასა და ინა ოსიპოვას სავარაუდო ქორწინების ამბავი რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დაოჯახებაზე არაფერს ამბობდა, საზოგადოებამ საკმაოდ სწრაფად აიტაცა გავრცელებული ჭორი და ინა ქართველების ასირიელ რძლად "მონათლა". წყვილმა 2015 წლის ივნისში იქორწინა. ერთი თვის წინ კი ბექამ "ფეიბუქში" ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანდა, რომ მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ჟურნალ "სარკეში" დაიბეჭდა, სადაც ბექა ინაზე საუბრობს:

"თბილისში მეგობართან გავიცანი წვეულებაზე. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილია. ეროვნებით ნახევრად ქართველი, ნახევრად ასირიელია. 24 წლისაა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ ვცდები, იტალიური ენის და კულტურათმცოდნეა. ისწავლა არა მხოლოდ მოსკოვში, იტალიაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს. დაახლოებით 4-5 თვეა მისი ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. ინა ისევ მოსკოვში ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, ვიპოვე ის, ვისაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ".

შეგახსენებთ, რომ ბექას პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნინა ჰყავს.

იხილეთ ასევე: თიკა ჯამბურია დედის ამპლუაში...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება