აბრმავებს თუ არა სიყვარული ვერიკო ტურაშვილს

აბრმავებს თუ არა სიყვარული ვერიკო ტურაშვილს

"მისი გონება იმდენად რეალისტურია, რომ ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება. წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ხშირად, პირად ცხოვრებაშიც უშლის ხელს.

პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნი და კრიტიკულია. გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ მისი ნაკლებად ესმით. მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს", -ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

-ასტროლოგია მოყვარულის დონეზე ვიცი და პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი. მგონია, რომ ამ დახასიათების წყალობით, ჩემი თავი უფრო კარგად გავიცანი. საინტერესო მეცნიერებაა.

-"ქალწულს ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".

-მართალია. ზოგადად, ქალწულები ძალიან მოწესრიგებულები, პედანტები, კარიერისტები, კრიტიკულები არიან, მაგრამ მე ამ ყველაფერში ბოლომდე "ფრიადოსანი" ვერ ვარ.

-"ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

-მიწაზე მყარად ვდგავარ. მეოცნებე არ ვარ. ისეთი სურვილები მაქვს, რომლებიც ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება.

-"ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა. ქაოსს შეუძლია, წონასწორობა დააკარგვინოს".

-ხასიათის ცვალებადობას დაბადების თარიღს ვაბრალებ -ქალწულისა და სასწორის საზღვარზე ვარ დაბადებული. მართალია, ცვალებადობა მჩვევია, მაგრამ "ხასიათის ადამიანი" არ ვარ. რაც შეეხება ქაოსს: ვერ ვიტან, როცა ჩემს დალაგებულს არევენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სახლია თუ ურთიერთობა.

-"მისი გონება იმდენად რეალისტურია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

-ეგრეა, ჰაერში ფრენა არ მჩვე­ვია.

-ეგოისტი ხარ?

-ეგოიზმის ხარისხი ჩემში ნულია.

-ასტროლოგები კი მიიჩნევენ, რომ მეწვრილმანე და ეგოისტი ხარ.

-მეწვრილმანე? ასეთი ადამიანები არ მიყვარს, მაგრამ მქონია შემთხვევები, როცა დეტალებში ჩაკირკიტება დამიწყია. ასეთ დროს შეიძლება, სხვაც დავღალო და საკუთარი თავიც. ყველა წვრილმანს რომ ყოველთვის გამოეკიდება, ასეთი ნამდვილად არ ვარ.

-"წესრიგის გამძაფრებული სიყვარული მას ხშირად, პირად ცხოვრებაშიც უშლის ხელს. რადგან პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნი და კრიტიკულია, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა გვხვდება".

-შინაბერა ვერ დავრჩი. წესრიგი მართლა მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ. საერთოდ, მოწესრიგებული ურთიერთობები მიყვარს ახლობელთან, ნათესავთან, მეგობართან, პირად ცხოვრებაში... მაქვს პრინციპები, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და როცა ამას ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები ითვალისწინებენ, მსიამოვნებს. არ მიყვარს ტყუილი, ეს ძალიან მაღიზიანებს. შეიძლება ითქვას, რომ დისტანციურიც ვარ. არ მომწონს ფამილარული ადამიანები, რომლებიც ზღვარს ძალიან ადვილად გადააბიჯებენ და ძალიან მოკლე დროში ზედმეტად შინაურები ხდებიან.

-"სიყვარული არასდროს აბრმავებს. ის პარტნიორის ნაკლს ყოველთვის ხედავს".

-მართალია, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე სიყვარულისგან "სიბრმავე" არ მქონია. ძალიან ბევრი რამ "გამიტარებია", ბევრ რამეზე შეგნებულად დამიხუჭავს თვალი და მერე შესაძლოა, ეს ყველაფერი იმ ვიღაცისთვის ძმრად ამომიდენია, მაგრამ დაბრმავებული არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ზუსტად ვიცი, ჩემს თავს რა ხდება.

-"სიყვარულის გამომჟღავნებასა და ფულის ხარჯვაში ზოგჯერ სიძუნწეს იჩენს".

-ძალიან რთულია ვილაპარაკო, სიყვარულის გამომჟღავნება რამდენად შემიძლია, თუ ეს "პირადს" ეხება, მაგრამ თუ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზეა ლაპარაკი, ზედმეტად თბილიც შეიძლება ვიყო.

-და "პირადში" რა ხდება?

-მგონია, რომ სითბოს გამომჟღავნების უნარი არ მაკლია. იმ შემთხვევაში, თუ გამჟღავნებული გრძნობის ადეკვატურ პასუხს ვერ ვიღებ, მერე შეიძლება, მეც გავჩერდე. ცივი და ხელმომჭირნე არ ვარ.

-"უარს ამბობს დახმარების მიღებაზე, რადგან არ უყვარს ვალში ყოფნა". განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება