კოტე თოლორდავას მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ამერიკული ჯილდო გადაეცა

კოტე თოლორდავას მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ამერიკული ჯილდო გადაეცა

მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, დააჯილდოვეს. კოტეს პრიზი ამერიკაში საერთაშორისო Diabolique International Film Festival-მა საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის გადასცა.

მსახიობმა ჯილდო რეჟისორ ლევან ბახიას ფილმში ‎landmine goes click‬ შესრულებული როლისთვის მიიღო.

რაც შეეხება ფილმს, მისი პრემიერა საქართველოში გასულ წელს გაიმართა. უცხოელ მსახიობებთან ერთად მასში კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე მეზარაშვილი იღებენ მონაწილობას.

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავას მეუღლემ, განო მელითაურმა 3 ოქტომბერს გოგონა გააჩინა. პატარას ელენე დაარქვეს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება