ემა უოთსონი ქართველ შეყვარებულს დაშორდა - 25 წლის მსახიობი უცნობ ახალგაზრდას ხვდება

ემა უოთსონი ქართველ შეყვარებულს დაშორდა - 25 წლის მსახიობი უცნობ ახალგაზრდას ხვდება

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მამაკაცთან ერთად პირველად გამოჩნდა. ემა უოთსონი და ახალგაზრდა მამაკაცი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს. ფოტოგრაფებმა წყვილი ხელჩაკიდებულებიც დააფიქსირეს.

25 წლის მსახიობისთვის ეს პირველი პაემანი იყო მას შემდეგ, რაც 9 თვის წინ წარმოშობით ქართველ მორაგბეს - მეთიუ ჯანის, იგივე მათე ჯანაშვილს დაშორდა. მათი ურთიერთობა 1 წელს გრძელდებოდა, დაშორების ინიციატორი კი თავად ემა გახლდათ.

მანამდე მსახიობი 2 წელი ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტს - უილ ადამოვიჩს ხვდებოდა. წყვილის ნიშნობაზე ხმებიც დადიოდა, მაგრამ ადამოვიჩის ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. გარდა ამისა, ემას პრინც ჰარისთან რომანზეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ეს ჭორი პირადად უარყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება