"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება

"ჩემზე უფროს გოგონებთან უფრო ადვილად ვპოულობ საერთო ენას" - "ჩემი ცოლის დაქალების" ბაქარი სტუდენტობისთვის ემზადება

"ჩემი ცოლის დაქალებში" ერთი ეპიზოდური როლისთვის მიწვეული ბიჭი, სერიალში მთელი სეზონი დარჩა - მაყურებელს და გადამღებ ჯგუფს მოეწონა, ამოცანას თავი კარგად გაართვა. იმერელი ბიჭის როლი დამაჯერებლად შეასრულა...

ბაქარი, იგივე ბუბა მათნაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, უფრო სწორად აბიტურიენტი, წელს დიდი მიზანები აქვს, რაზეც "ამბები.გე"-ს ესაუბრა.

ბუბა:

- ჯერ კიდევ სკოლაში ვარ, გაისად ვამთავრებ... ზაფხულში მეგობრების გარემოცვაში კარგად დავისვენე. სიახლე ის არის, რომ აბიტურიენტი გავხდი და იმისთვის მოტივრებული, რომ შემდეგი 10 თვე ინტენსიურად უნდა ვისწავლო. ჯერჯერობით არ ვზარმაცობ და ნელ-ნელა წინ მივიწევ.

- გამოდის, რომ სწავლისთვის თავი გადაგიდია?

- ფაქტობრივად, ეგრეა. ოთხივე საგანში, რაც უნდა ჩავაბარო, ვემზადები, ვმეცადინეობ. ეს არის ქართული, უცხო ენა, ისტორია, უნარები. ისტორიის მასწავლებელი ჩემი ძმაკაცია, გიგა ჯოხაძე ახლობელია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ჩემზე ორი წლით უფროსია, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს. მინდა ვთქვა, რომ კარგად მამეცადინებს, შესამჩნევი პროგრესი მაქვს.

- მახსოვს, ამბობდი, სამხედრო პირი უნდა გავხდე, თავდაცვის აკადემიაში უნდა ჩავაბროო... ისევ ასე ფიქრობ?

- მართალია, - ერთი წლის წინ ასე ვფიქრობდი, ახლა სხვანაირად ვაზროვნებ. არ მეგონა, თუ ასეთი ძნელი იქნებოდა პროფესიის შერჩევა. დავუკვირდი და მივხვდი, არ უნდა ვიჩქარო, რომ მერე მიღებული გადაწყვეტილება არ ვინანო. მოკლედ, ფიქრის პროცესში ვარ, თუმცა იმ ძველ სურვილსაც განვიხილავ, მაგრამ ჩამოყალიბებულად როგორც ვთქვი, ჯერ არ გადამიწყვეტია. მგონი, ნელ-ნელა ვბრძენდები, მაგრამ ყველა ვარიანტში, ჰუმანიტარი გავხდები...

- ისე, სამხედრო მიმართულებით რატომ გინდოდა წასვლა?

- ბავშვობის ოცნებაა, თან, საქართველოში ვცხოვრობ და ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდი და ვარ სულ, რომ საქართველოს უნდა ვემსახურო. ახლა რომ დავფიქრდი, სად, რომელ პროფესიაში გამოვადგები ჩემს სამშობლოს, ხომ ვამბობ, ცოტათი ფიქრის პროცესი გამიხანგრძლივდა...

- არადა, პატარაობიდან რადგან საბვშვო თეტრში დადიოდი, სერიალშიც გადაგიღეს, მეგონა, სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გადაწყვეტდი...

- როდესაც თეატრში (8 წელი) ვიყავი, იქ სხვა სიტუაცია იყო, ამ პროფესიის მხოლოდ ყველა დადებითი მხარე ჩანდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომხიბვლელი იყო, მერე სერიალში რომ მივედი, პროფესიონალ მსახიობებს დაველაპარაკე, დამარიგეს, მირჩიეს და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამ პროფესიას არ გავყვები, მაგრამ თუ ვინმეს რამე პროექტში, სადმე დავჭირდები, არ არის პრობლემა, ყველგან ჩავერთვები, მაგრამ ამ საქმეს პროფესიად არ ავირჩევ.

- რა სიახლეებია სერიალში?

- მითხრეს, რომ სერიალში ამ სეზონზე ვიქნები, მაგრამ ჯერ არ დაუძახიათ, თუმცა გადაღებები უკვე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, პირველ სერიებში რომ არ გამოვჩნდები, ეს ვიცი.

- მომავალი წლისგან რას ელი, გასულმა დიდი წარმატება მოგიტანა?

- ალბათ წელს სტუდენტი გავხდები, ხომ გეუბნებით, ძალინ ბეჯითი აბიტურიენტი ვარ. მეცადინეობა არ მეზარება. რაც შეეხება მსახიობობას, არც ამ საქმეს დავიზარებ. თუ კიდევ პარალელურად რაიმე შემოთავაზება მექნება, ესეც კარგია. ისე, "მაიტა ნასოსის" მეორე სერიაში გადამიღეს. 16 ოქტომბერს კინოთეატრებში პრემიერა იქნება, ძალიან ველოდები.

- პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

- ჯერ არაფერი მომხდარა (იცინის).

- არადა, თაყვანისმცემლები ხომ გყავს?

- ჩემხელა გოგოები ნაკლებად მეკონტაქტებიან, უფრო 14 წლამდე ბავშვები მწერენ. ჩემს სამეგობრო წრეში ყველა ჩემი ასაკის და ცოტა უფროსები არიან, ცუდად არავინ გამიგოს და ჩემზე უფროსებთან უფრო ადვილად

გამოვნახავ ხოლმე საერთო ენას... თუმცა ყველას მადლობა ყურადღებისთვის და თითო თბილი სიტყვისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება