"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ

"წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის": "ოქროს ღილაკი", ჟიურის ახალი წევრი და პირველი რჩეულები - ყველა სიახლე პროექტის შესახებ

სახალხო პროექტი "ნიჭიერი" 25 ოქტომბრიდან დაიწყება. ახალი დეკორაცია, განახლებული ჟიური, საინტერესო მონაწილეები საქართველოდან და უცხოეთიდან, ერთმანეთს ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მოსაპოვებლად შეებრძოლებიან.

პროექტის პროდუსერის, გიორგი ხაბურძანიას განცხადებით, წელს კასტინგზე მონაწილეობის მსურველები მომზადებული ნომრებით მოვიდნენ.

- თვითონ კონკურანტები ხვდებიან, უკვე რა იყიდება და რა მოეწონება მაყურებელს და ჟიურის. სიახლე გვაქვს - ე.წ. ოქროს ღილაკი. ჟიურის თითო წევრს შეუძლია, ვინც მოეწონება, პირდაპირ მოხვდეს პროექტში. ასევე კასტინგებზე დავამატეთ ჟიურის მეხუთე წევრი რუსკა მაყაშვილი, რომელმაც სხვა მუხტი და იუმორი შემოიტანა. რამდენჯერმე ავიდა სცენაზე, არ მოერიდა და თავადაც სცადა კონკურსანტთან ერთად რაღაცეები გაეკეთებინა. ია, ნიკა, ნანუკა და ჭოლა ყველაზე კარგი კომბინაცია იყო და ამიტომაც დავტოვეთ ჟიურის ეს შემადგენლობა. ლაივების დროს ყოველთვის შეიცვლება ჟიურის მეხუთე წევრი. ქართველი მაყურებელი მომთხოვნია და ვერ ვდუნდებით, ეს კარგია.

ჟიურის მეხუთე წევრს, რუსკა მაყაშვილს ამ ამპლუაში მუშაობა პირველად უწევს.

- არ ველოდი ამ ყველაფერს, ძალიან მომწონს ამ ადამიანებთან მუშაობა. რთულია ჟიურიში ყოფნა, არ მინდა ცუდად გამოვჩნდე. მინდა სამართლიანი ვიყო. ჟიურის სულ ვეკითხები რჩევებს, ისინი პროფესიონალები არიან. როცა ჟიურის წევრობა შემომთავაზეს, სიხარულისგან 15 წუთი ვხტუნავდი.

ტელეწამყვანი და "ნიჭიერის" ჟიურის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს სურპრიზებს პირდება.

- ნახეთ როგორ გაგვიზარდეს კონკურენცია გოგონებში? რუსკა მაყაშვილმა გაზარდა კონკურენცია, ასეთი გამხდარი და ლამაზი გვიზის ჟიურიში, რომ მეგონა ვიშიმშილე და ფორმაში ვარ-თქო, წყალში ჩამეყარა ყველაფერი, ისეთ ვიდზეა. მე ვგიჟდები, სადაც კონკურენციაა. რუსკამ დაქოქა ჟიური. ია ჩვეულ ფორმაშია, საკუთარი ნიშა აქვს. პირველი სეტი სუსტია, გთელავენ, ანუ და ეს თუ "Warm up""-ის ტური იყო, წარმომიდგენია წინ რა გველოდება. მე ვიცი, რომ მთავარი წინ გვაქვს. გამოვარჩევ კახელ გოგონას, რომელიც ნიკამ ოქროს ღილაკით გადაიყვანა და ასევე მოხუც ბებოს.

ია ფარულავა: წელს საოცარი "ნიჭიერია", იშვიათად ვაჭერდით წითელ ღილაკს. საოცარი ნაკადია, მომზადებული და საინტერესო კონკურსანტები არიან. მიხარია, რომ გვერდზე დამიჯდა რუსკა, მისგან კარგი მუხტი მოდის, სეზონი გაახალისა. იმედი მაქვს, სამართლიანი ვიქნები. წლიდან წლამდე ჩემი სამსახური არის "ნიჭიერი", მიყვარს ეს პროექტი, თითქოს ჩემი ნაწილია და ვუფრთხილდები. მიხარია, რომ პროდუსერები თვლიან, რომ ია ფარულავა უნდა იყოს ჟიურიში. ნიკა არის მრისხანე ჟიურის წევრი, ვერ მოასწრებ წითელზე ხელის დაჭერას, თან ზუსტი და უტყუარი ალღო აქვს. ნანუკას თავის ენერგეტიკულ ორბიტაზე შეუძლია მთელი ფილარმონია დაიტიოს, ჩვენი მშვიდი, ბუნჩულა ჭოლა ბოლომდე უყურებს კონკურსანტს. ჩუმად არის თავისთვის, ერთს იტყვის, მაგრამ მაგარს. ვერთობით ასე და ვართ სიამტკბილობაში.

ნიკა გვარამია: ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება, კოჭებში ეტყობა. ასეთი რამ არ მომხდარა, პირველი სეტი რომ წარმატებული იყოს. დღევანდელი სეტიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნიჭიერი ბავშვი კახეთიდან, რომელიც თვითმყოფადი ნიჭიერია, ამ პროექტს ზუსტად შეეფერება. ჟიური გაახალისა რუსკა მაყაშვილმა, მიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის, წლევანდელი "ნიჭიერი" ყველა რეკორდს მოხსნის, ეს "რუსთავი 2"-ია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება