როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"

როგორ გაგრძელდა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ურთიერთობა და როდის აქვს "სევდიანი პერიოდები"

მომღერალი ნინი ბრეგვაძე შეყვარებული არასდროს ყოფილა. ამბობს: "მინიმუმ 10 წელი დაოჯახებას არ ვაპირებ. ჯერ ცხოვრების მოსაწყობად და კარიერული წინსვლისთვის უნდა ვიშრომო.

ვფიქრობ, საინტერესო თავგადასავლები მელოდება". მომღერალი საოჯახო საქმეების კეთებაში დროს არ "კარგავს", მაგრამ მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს კარგად გაართმევს თავს.

- უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს საკუთარ თავზე საუბარი უჭირთ და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. შევეცდები, გულწრფელი ვიყო... ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ შრომისმოყვარე ვარ. ეს თვისება მომწონს და მიხარია, რომ შრომა არ მეზარება. არასდროს ვივიწყებ იმ საქმის გაკეთებას, რაც ჩემი მომავლისთვის, კარიერისთვის კარგი იქნება. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო თვისებაა და ვინც მიცნობს, ამაში დამეთანხმება.

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- უამრავი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ რასაც თავად ვერ ვხედავ ჩემში, ეს კიდევ ცალკე თემაა... ხომ იცით, ადამიანები საკუთარ თავში დადებითს უფრო ადვილად ვხედავთ, ვიდრე უარყოფითს.

- ამაყი ხარ?

- ამაყი ვარ, მაგრამ სხვას ზემოდან არასოდეს ვუყურებ. არასდროს არავის ვაგრძნობინებ, რომ მასზე რაღაცით მეტი ვარ. საკუთარ თავში ქედმაღლობა არასოდეს შემიმჩნევია. თუმცა, საკუთარი წარმატებებით ხშირად ვარ ამაყი. რაღაც კარგად რომ გამომივა, ასეთ დროს ძალიან ბედნიერი გახლავართ და არა მგონია, ეს ცუდი თვისება იყოს.

- პრინციპული ხარ?

- საკმაოდ პრინციპული ვარ. ჩემს პრინციპებს არც ფულზე, არც სიყვარულზე და საერთოდ, არაფერზე გავცვლი. ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და არა მგონია, რაიმეს ან ვინმეს გამო, ჩემს პრინციპებს ოდესმე "გადავახტე".

- შენი პრინციპულობა ოდესმე გინანია?

- არასოდეს! პრინციპის გამო შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ არასდროს ვინანებ, რომ ჩემი გავიტანე.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- არანაირ საოჯახო საქმეს არ ვაკეთებ. ამ მხრივ დედაჩემისგან ზედმეტად განებივრებული ვარ. ყველაფერს ის მიმზადებს: სადილსაც, ჩაისაც და ყავასაც. სახლსაც დედა ალაგებს, მე კი ხანდახან ვეხ­მარები... შეიძლება, ცუდია, მაგ­რამ რა ვქნა, ასე ვცხოვრობ. ვფიქრობ, როცა დამჭირდება ანუ როცა ლანგრით აღარ მომართმევენ ყველაფერს, მაშინ აუცილებლად ვისწავლი საოჯახო საქმეებს. ხომ იცით, როცა ადამიანს გაუჭირდება, ყველაფერს აკეთებს (იცინის).

- ანუ როცა გათხოვდები, სადილის მომზადებას უპრობლემოდ შეძლებ?

- იქიდან გამომდინარე, რომ უახლოესი 10 წელი გათხოვებას არ ვაპირებ, ამაზე არც ვფიქრობ. ვიდრე ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, მანამდე დავბრძენდები, უფრო მეტად სერიოზული გავხდები და ყველაფერს სხვა თვალით შევხედავ, მერე კი რაღაცებს წინასწარ ვისწავლი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გამომივა: საოჯახო საქმეებიც და მეუღლის გულის მოგებაც. ისე, სამზარეულოში ფუსფუსზე მეტად, გემრიელი სადილების დაგემოვნება მხიბლავს.

- მამაკაცის პერანგის დაუთო­ება არასდროს გიცდია?

- კი, მიცდია, ოღონდ ყოველ ჯერზე რამდენიმე ნაკეცით დავამშვენე (იცინის). მგონი, პერანგის დაკუჭვა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე დაუთოება.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ბავშვობაში ჩამოყალიბებული მქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ოცნების მამაკაცი. როცა წამოვიზარდე, შეხედულებები შემეცვალა, რაღაცებს სხვა თვალით შევხედე. მივხვდი, ყველაფერი გარეგნობა არ არის და არც მარტო სულიერებაა საკმარისი საიმისოდ, რომ ადამიანის გვერდით თავი ბედნიერად იგრძნო. შეიძლება, მამაკაცი არ იყოს სიმპათიური, მაგრამ გახლდეთ მიმზიდველი, ქარიზმატული.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გავუგებთ ერთმანეთს და რამდენად შევძლებთ ცხოვრებისეული სირთულეების დროს ერთმანეთის მხარში დგომას.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს?

- ბავშვობაშიც კი არ მიოცნებია პრინცზე და არც იმაზე, რომ მომავალი მეუღლე ფუფუნებაში მაცხოვრებს. ყოველთვის მქონდა და მაქვს ერთი მიზანი: მსურს, შრომით მოვიპოვო ყველაფერი ის, რაც ადამიანს კომფორტს უქმნის. არავის ხარჯზე არ ვაპირებ ცხოვრებას.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ასეთი "ზღაპრული ცხოვრების" გამო სიყვარულსაც თმობენ...

- (მაწყვეტინებს) სხვისი ფულის წყალობით ცხოვრება ისე საინტერესო აღარ იქნება, როგორიც სინამდვილეში არის. ვიცი, ვიდრე მიზანს მივაღწევ, წინ საოცარი თავგადასავლები მელის და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება