"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია

"როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ" - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახური იდილია

მოდელი სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი თბილისური "ბომონდის" ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. ზურა ამჟამად ბაქოს "ინტერის" ფეხბურთელია, სალომე კი ქართულ სამოდელო სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. წყვილი სამ შვილს ზრდის. გთავაზობთ ამონარიდს სალომეს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, ასევე მოდელისა და ფეხბურთელის ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოგალერეას.

"დღეს კარიერისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება ჩვეულებრივი მომენტია - თითქმის ყველა ქალი მუშაობს. ეს ჩემი შვილებისთვისაც კარგია. ვხედავ, რომ ისინი ჩემით ამაყობენ; უხარიათ, როცა ქუჩაში უცხო ადამიანები მცნობენ. ვფიქრობ, ყველა შვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მშობლებს საკუთარი საქმე ჰქონდეთ და ამ საქმეში წარმატებულები იყვნენ. მართალია, დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვილებს ჩემი ყურადღება არ აკლიათ. დამხმარე ქალიც მყავს, რომელიც ოჯახის წევრად მიმაჩნია. გარდა ამისა, დედა და ზურას მშობლებიც მეხმარებიან.

როცა გადაღება ან საქმეები არ მაქვს, შინ ვარ და ვაკეთებ იმ ყველაფერს, რაც ცოლისა და დედის მოვალეობაში შედის. ტასუნა ინგლისურ სკოლაში დადის და მე ვამეცადინებ; დათუნას მასწავლებელი ჰყავს, მაგრამ ზოგჯერ მეც ვეხმარები. კითხვა ძალიან უყვარს, ინტერესიანი ბავშვია. თავისუფალი დრო ცოტა აქვს, მაგრამ ვცდილობ, გასართობად სადმე წავიყვანო, მისი მეგობრები მოვიწვიო სტუმრად და ა.შ. ტასო ცეკვაზეც დადის.

17 წლის ვიყავი როცა დედა გავხდი და მაინცდამაინც კარგად ვერ აღვიქვი, თუ რა იყო დედობა. მაგრამ როცა უკვე შვილი გყავს, რომელიც შენი ნაწილია, ნელ-ნელა ხვდები, რომ შენი ცხოვრება იცვლება, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. მაგალითად, ადრე შემეძლო მანქანით ძალიან სწრაფად მევლო, ახლა კი საკუთარ თავს ვუფრთხილდები - მე ხომ შვილებსა და ზურას ვჭირდები... აი, როცა ტასუნა მოევლინა ქვეყნიერებას, უკვე გააზრებული მქონდა, რა იყო დედობა; ნიტას გაჩენისას კი შეგრძნებები კიდევ უფრო გამძაფრებული მქონდა და გაგიჟებული დედა ვიყავი...

ზურა ყოველთვის ცდილობს, რაიმეთი მასიამოვნოს. მის სითბოსა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ჩემი ქმარია და ვალდებულია, ასე მოიქცეს; უბრალოდ, მას ეს ყველაფერი თავადაც სიამოვნებას ანიჭებს. მის მიმართ მეც ყურადღებიანი ვარ. როდესაც ერთად ვართ, ხშირად რომანტიკულ ვახშამს ვიწყობთ. სიმართლე გითხრა, სიშორე რაღაც მოსაზრებით კარგიცაა - ერთმანეთი გამუდმებით გვენატრება. ამას კი მერწმუნეთ, დადებითი მხარეც აქვს".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი