პირველი ქორწინების შვილები - ცნობილი ქართველი ბავშვები, რომელთა მშობლებიც ერთად აღარ არიან

პირველი ქორწინების შვილები - ცნობილი ქართველი ბავშვები, რომელთა მშობლებიც ერთად აღარ არიან

ცნობილი ადამიანების შვილები დედებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არიან, საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ დიდია. "AMBEBI.GE" ცნობილი ქართველების შვილების შესახებ გიამბობთ, რომელიც მათ პირველი ქორწინებიდან ჰყავთ.

ნინა ხოფერია

ნინა ხოფერია თიკა ჯამბურიას პატარა ქალიშვილია. თიკა ერთხელ იყო დაქორწინებული ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე და შვილი სწორედ მისგან ჰყავს. თიკას და ბექას სიყვარულის ამბავზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა, მათ ერთმანეთი ქაშუეთის ტაძარში გაიცნეს, სადაც ბექა სტიქაროსანი იყო და ამის შემდეგ იქორწინეს. მათ დაშორებას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. დაშორების შემდეგ დიდხანს დადიოდა ხმები მათი შერიგების შესახებ, თუმცა ბექა და თიკა არ შერიგდნენ. რამდენიმე თვის წინ ბექამ ასირიელ გოგონაზე, ინაზე იქორწინა და პირობა დადო, რომ თიკასთან დაშვებულ შეცდომებს ახალ მეუღლესთან აღარ გაიმეორებდა.

სანდრო დადიანი

ნინა წკრიალაშვილს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, სანდრო დადიანი ჰყავს. სანდრო უკვე 15 წლის არის, კარგად სწავლობს და გატაცებულია ფეხბურთით. სანდრო დადიანი ჟურნალისტებთან გამოჩენაზე უარს ამბობს, მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო, დედასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. სანდროს მამა მამუკა დადიანია, რომელსაც ნინა რამდენიმე წლის წინ დაშორდა. წარმატებული კარიერა ქართველმა მომღერალმა სწორედ მეუღლესთან დაშორების შემდეგ აიწყო.

ანანო ლევიძე

ანანო ლევიძე თინეიჯერია და ქალაქში ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლება. ის ეკა ხოფერიას ქალიშვილია. ანანო ეკა ხოფერიას გიორგი ლევიძესთან ქორწინებიდან ჰყავს. ანანო ლევიძე კარგად სწავლობს და აქტიურად არის ჩართული დედის ჟურნალის გადაღებებში.

ტაისია ჯაკობია

ტაისია ჯაკობია ქრისტინე იმედაძის ქალიშვილია. 8 წლის პატარა გოგონა 53-ე სკოლაში სწავლობს. ტაისია დედას ჰგავს, ის ძალიან ლამაზია. ქრისტინე იმედაძეს ქალიშვილი ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიასთან ქორწინებიდან ჰყავს. ქრისტინემ და ლაშამ წლების წინ მოულოდნელად იქორწინეს, თუმცა მალე დაშორდნენ. ოჯახის დანგრევის შემდეგ ქრისტინე იმედაძე აღარ გათხოვდა. პერიოდულად მას ამა თუ იმ ცნობილ ბიჭთან აწყვილებენ, მაგრამ მომღერალი და ტელეწამყვანი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. იმის მიუხედავად, რომ ქრისტინეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ყველგან პატარა ტაისიასთან ერთად დადის.

ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძის სილამაზეზე შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ლაპარაკობს. ის ლამაზმან დედას არ ჩამოუვარდება. ევა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილია, სოციალურ ქსელში უკვე ევას თაყვანისმცემლების გვერდებიც არის შექმნილი. ევა შორენას ერთადერთი ქორწინებიდან ჰყავს. შორენას მეუღლე ზურა ბარბაქაძე გახლდათ, რომელსაც ქართველი სექს-სიმბოლო ბავშვობიდან უყვარდა. შემდეგ იქორწინეს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურას ღალატის გამო ოჯახი დაინგრა. ევა მამის ოჯახს ხშირად სტუმრობს.

ელენე კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი ჯერ მხოლოდ ორი წლის არის, მაგრამ ძალიან პოპულარული გოგონაა. ის ნინის ირაკლი კუტალაძესთან ქორწინებიდან ჰყავს. ელენეს ნინი ზრდის. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ქალიშვილს სიმღერაც მიუძღვნა, რომელზეც კლიპის გადაღებას გეგმავს. ელენე კუტალაძე ხშირად სტუმრობს მამას, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება