ულამაზესი რუმინელი გოგონა თამამი ფოტოების გამო სკოლიდან გარიცხეს - ის დღეს წარმატებული მოდელია (ფოტოები)

ულამაზესი რუმინელი გოგონა თამამი ფოტოების გამო სკოლიდან გარიცხეს - ის დღეს წარმატებული მოდელია (ფოტოები)

მადალინა გენეა რუმინელი მსახიობი და მოდელია. იგი 1988 წლის 8 აგვისტოს პატარა სოფელ სლატინაში დაიბადა. მოდელობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. დადიოდა ბალეტზე, ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.

16 წლის ასაკში ჟურნალში დაბეჭდილი მისი პიკანტური ფოტოების გამო სკოლიდან გააგდეს. თუმცა მადალინას არც მოდელობა და არც სწავლა არ შეუწყვეტია, ის ახალ სკოლაში ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო მოდელის კარიერა. რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში გადავიდა, სადაც კარიერულ წინსვლას მიაღწია. მონაწილეობას იღებდა ჩვენებებზე მთელს მსოფლიოში, სწორედ ამიტომ ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს. ლაპარაკობს ხუთ ენაზე. იყო სხვადასხვა გადაცემის წამყვანი იტალიის ტელევიზიაში. მონაწილეობა მიიღო იტალიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში". გადაღებულია რამდენიმე კლიპსა და კინოში. რომანი ჰქონდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორებიც არიან ჯერარდ ბატლერი და ლეონარდო დიკაპრიო.

ბოლო რამდენიმე წელია თეთრეულის მწარმოებელი ფირმა Lascana-ის სახეა. მადალინა ახლა 29 წლისაა და შეუდარებელი სხეულით ისევ ყურადღების ცენტრშია.

იხილეთ ვიდეო

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს