"ნიჭიერის" გუნდი ჟანა წითულაურთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

"ნიჭიერის" გუნდი ჟანა წითულაურთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

"ნიჭიერის" ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი, 2 ნოემბერს "ნიჭიერის" ახალი სეზონის ერთ-ერთი მონაწილის, ჟანა წითულაურის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა ნიჭიერში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასთინგზე.

უფრო დეტალურად: ნიჭიერის პრექასთინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ და იქიდან გამოსულმა გაიგო ნიჭიერის პრექასთინგის შესახებ, ჰკითხა დაცვას, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრექასთინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

პრექასთინგზე მოსულმა, მან განაცხადა, რომ არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით გამოვიდა ნიჭიერში, როგორც მომღერალი.

რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში.

ნიჭიერის გუნდი" - ნათქვამია "ფეისბუქ" პოსტში.

შეგახასენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ჟანას ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს.

იხილეთ|"16 წლის ასაკში დედა მოუკვდა ხელებში და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს" - რას ყვება "ნიჭიერის" მონაწილე ჟანა წითულაურზე მისი მეზობელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება