როგორ შეცვალა დედობამ ნინი ბადურაშვილი

როგორ შეცვალა დედობამ ნინი ბადურაშვილი

ძალიან მალე მომღერალი ნინი ბადურაშვილი საზოგადოებას მორიგ, ახალ კლიპს წარუდგენს, რომელსაც შვილს - ელენეს უძღვნის. კლიპზე მუშაობა უკვე დასრულებულია. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ნინი კლიპზე, დედაშვილობაზე და მის გარშემო აგორებულ ჭორებზე გვესაუბრება.

- ამ ბოლო დროს, მე და ეკას მუსიკაზე ერთად მუშაობა კარგად გამოგვდის. ერთ დღეს გადავწყვიტეთ, სიმღერა დაგვეწერა. ეს მცხეთაში, ჩვენს სახლში მოხდა. მერე ერთობლივი ნამუშევარი ირინა სანიკიძეს მოვასმენინეთ. გვითხრა: იმდენად თბილი მელოდიაა და ისეთ განწყობას მიქმნის, ბავშვს რომ მოუხდება და კარგი იქნება, ელენეს თუ მიუძღვნითო. იდეა ძალიან მომეწონა. ეს იქნება ელენესთვის ჩემი საჩუქარი, რომელიც მასაც და მეც სამახსოვროდ დაგვრჩება. ტექსტი ირინამ დაწერა. მუსიკის ავტორები მე და ეკა კახიანი ვართ.

- კლიპის რეჟისორი ვინ არის?

- ლაშა ცერიაშვილი. ამ ადამიანთან არაერთხელ მიმუშავია. მან ზუსტად იცის, რა და როგორ გადაიღოს, რომელი რაკურსი მიხდება და ა.შ. მისი ხედვა მომწონს. 10 წლის წინ, ჩვენმა ერთობლივმა პირველმა ნამუშევარმა - "ჩუმად მინატრე" დიდი წარმატება მომიტანა... კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძეა, არანჟირების ავტორი - ბორიკო შხიანი.

- ახლობლებმა ალბათ, კლიპი უკვე ნახეს. როგორ შეგიფასეს?

- დიახ, ნამუშევარი პროფესიონალებს, მეგობრებს, ახლობლებს ვაჩვენე და მოეწონათ. დადებითი შეფასებები მოვისმინე და თავადაც მგონია, რომ კარგი გამოვიდა. ეს არ არის პოპი და არა მგონია, ჰიტი გახდეს, მაგრამ ისეთ მგრძნობიარე თემას ეხება, როგორიც დედაშვილობაა.

- გადაღებები სად გქონდათ?

- ნაწილი მცხეთაში, ჩემს სახლში გადავიღეთ, ნაწილი არმაზთან ახლოს.

- ელენე ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ შენგან ამ საჩუქრის მნიშვნელობა აღიქვას. რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც უთხარი, რომ მას სიმღერა მიუძღვენი?

- ჯერ მართლა ძალიან პატარაა. ისე, გადაღებაზე კარგად გაერთო.

- მონაწილეობდა?

- დიახ. ძალიან არტისტული ბავშვია, უკომპლექსო, სხარტი და გახსნილი. კამერასთან კარგად იმუშავა. საწყისს ეტაპზე, მისით კმაყოფილი ვარ.

- მუსიკით ინტერესდება?

- ძალიან. არ ვიცი, მომავალში რა არჩევანს გააკეთებს. შესაძლოა, ხელოვნების სფეროში საქმიანობის სურვილი არც ჰქონდეს, მაგრამ დღეს ხალხთან ურთიერთობა და გადაღებები ძალიან მოსწონს. მუსიკა უყვარს.

- ელენეს დაბადებამ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- მგონია, რომ ყველა ქალი, როცა შვილი უჩნდება, ბუნებით იცვლება. დედაშვილობაში არანორმალურად ძლიერი და დიდი სიყვარული არსებობს. მე არ ვამბობ იმას, რომ მამა ნაკლებად უყვარს, მაგრამ მგონია, რომ დედაშვილობა საერთოდ სულ სხვა ფენომენია. შვილის უთქმელად გესმის. იცი, რა დროს რა უნდა. ერთი ბიოველია, შენი ნაწილია. ელენეს დაბადებამ ალბათ, იმით შემცვალა, რომ მეტად მზრუნველი გავხდი. აქამდე პროფესიაზე ვიყავი გადართული და საქმეს პირველ ადგილზე ვაყენებდი, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოგჯერ მიფიქრია: იქნებ წავიდე, კვალიფიკაცია ავიმაღლო, ვისწავლო-მეთქი, მაგრამ მახსენდება, რომ ელენეს ვერ დავტოვებ. როცა გადაღებაზე ვარ და გვიანობამდე გრძელდება, ვფიქრობ, - სახლში რომ დავბრუნდები, ელენე დაძინებული დამხვდება-მეთქი და ამასაც თავისებურად განვიცდი. მუდმივად მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო და ყურადღება არ მოვაკლო. მსოფლიოში ყველას და ყველაფერს მირჩევნია! მშობლები, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ შვილი რომ გიჩნდება, მასთან ერთად სხვა

განცდები იბადება.

- ელენე დროის გარკვეულ ნაწილს მამასთან ატარებს. ირაკ­ლის საქართველოდან ხშირად მიჰყავს?

- კი. მამასთან ერთად ყოფნა მოსწონს. ჩემ გარეშე გაჩერება არ უჭირს. ელენეს ჰყავს ძიძა, რომელიც მას 3 კვირიდან ზრდის. ამ ქალბატონთან ყოფნას შეჩვეულია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება