"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"

"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"

"გაიწიე გვერდით გუჩი! ფეხსაცმლის იტალიელი დიზაინერები და დიზაინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, უკვე ნერვულად იჩეჩავენ მხრებს: ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, ოსტატურად შექმნილი ფეხსაცმელი, რაც ბოლო ხანებში გვინახავს, საქართველოში იკერება", - წერს ამერიკული გამოცემა "ვოგი".

"გადახედეთ "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის" პოდიუმს. გასულ უქმეებზე პოსტ საბჭოთა ქვეყნების აყვავების პირას მყოფი მოდის სცენის ერთგვარი გამოცდა მოხდა. თითქმის ყველა დიზაინერი, ვინც შოუში იღებდა მონაწილეობას, საკუთარ ფეხსაცმელსაც ქმნიდა.

კავკასიის რეგიონში ხელოსნობას ამ კონკრეტული კუთხით, ღრმა, ძირეული ფესვები აქვს. "აღსანიშნავია, რომ ქართველ მეწაღეებს დიდი ისტორია გააჩნიათ" - ამბობს "სოლიშის" დიზაინერი ლელა ელოშვილი. თბილისიდან ხუთი საათის სავალზე, საქართველოს საზღვართან, მსოფლიოს უძველესი ტყავის ფეხსაცმელი აღმოაჩინეს არენის გამოქვაბულში, სომხეთში.

მეწაღეობის არქაული ტრადიცია დღემდე გამოჰყვათ ქართველებს: ბევრი საქართველოში შექმნილი ფეხსაცმელი მოდის საზღვრებს ცდება. წელს დიზაინერმა თამარ არეშიძემ თავისი არქიტექტურული ფეხსაცმელი ბრუკლინის მუზეუმში წარმოადგინა გამოფენაზე - "მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხელოვნება".

საზღვარგარეთ გაყიდვადი ბრენდი "ანოუკი" თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბრენდს ფეხსაცმლის მხრივ ბევრი განახლება აქვს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმელი ხელნაკეთი "ელვაშესაკრავიანი მოკასინებია", რომელსაც საქართველოში დაბადებული და პარიზში დაფუძნებული დიზაინერი ქეთევან მაისაია აწარმოებს.

"საქართველო ტრადიციულად ცნობილია თავისი მეწაღეობით, ეს კულტურა უძველესი დროიდან არსებობს" - ამბობს მაისაია და ეხმიანება მეგობარი დიზაინერების სენტიმენტებს. "საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძლიერი იდენტობა გააჩნია". ახლა ეს პატარა ქვეყანა დიდ ნაბიჯს დგამს და ჩვენი გარდერობებისკენ მოიწევს", - ამთავრებს სტატიას ჟურნალ "ვოგში" ლიანა სატენშტეინი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება