ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალებიც არ ერიდებიან. "ambebi.ge" ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ მათ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები არ უყვართ და უპირატესობას ჯანსაღ ცხოვრებას ანიჭებენ. რომელია მათი საყვარელი სასმელი, ამის შესახებ მათგან შეიტყობთ.

ნინა წკრიალაშვილი

"სკოლის ბანკეტზე იმდენი დავლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგებოდი საწოლიდან"

საერთოდ არ მიყვარს ალკოჰოლი. იშვიათად დავდივარ გასართობად, თბილისში თითქმის არ დავდივარ კლუბებში. თუ წავედი, ორ ჭიქა კარგ შამპანურს ან მოხიტოს ვსვამ. თუ 100 გრამი ვისკი დავლიე, ვაზავებ ბევრი წვენით. კარგი თვისება მაქვს, ვიცი ჩემი დოზა, რამდენი უნდა დავლიო. სკოლის ბანკეტზე იმდენი დავლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგებოდი საწოლიდან, ბანკეტზე ჩუმად წავედი, ხნა დავიდე თავზე და სახლში ძალიან მთვრალი მოვედი, ეს იყო მწარე გამოცდილება და მას შემდეგ ვიცი ჩემი დოზა. არ მომწონს მდგომარეობა, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. როცა სტრესი მაქვს და დათრგუნული ვარ, სახლში ვსვამ ცოტა წითელ ღვინოს.

იუნა შაფათავა

"ალკოჰოლი ძალიან იშვიათი გახდა ჩემთვის"

ადრე ვსვამდი ღონსძიებებზე, დაბადების დღეებზე და ა.შ. ახლა ვერიდები - ასაკის მატებასთან ერთად ჭამას ვუკლებ, ვარჯიშს ვუმატებ, გავასუფთავე კვების რაციონი და დადებითად დამეტყო. ვეგეტარიანელობისკენ მივდივარ. ალკოჰოლი ძალიან იშვიათი გახდა ჩემთვის, გამონაკლისია წითელი ღვინო: საფერავი ან ქინძმარაული; შამპანური - მხოლოდ უცხოური წარმოების და ძალიან იშვიათად - ბურბონი, რომი. არყისგან მეხსიერებას ვკარგავ და საერთოდ, ამნეზია მემართება, თუ დოზა გადავაჭარბე, ამიტომ საერთოდ ვერიდები.

მარიტა როხვაძე

"ორ ჭიქაში ისე მწყდება კისერი, ვეღარ ვერთობი"

არ მიყვარს ალკოჰოლი, ორ ჭიქაში ისე მწყდება კისერი, ვეღარ ვერთობი. როცა კლუბში მივდივარ, მაქსიმუმ ერთ ჭიქა ტეკილას ვსვამ. მიყვარს როცა ფხიზელი ვარ და ვაკონტროლებ სიტუაციას. ადრე მიყვარდა ჩუმად რომის მოწრუპვა, მეგობრებს ჩამოჰქონდათ და სახლში ვსვამდი ჩუმად "კაპიტან მორგანს" ვაშლის წვენთან ერთად.

კესარია აბრამიძე

"მსმელი ქალი ჩემთვის ქალი არ არის"

ალკოჰოლურ სასმელებზე არ ვგიჟდები, კლუბებში ფხიზელმა ჩემმა მტერმა იარა, ბოლო დროს იშვიათად დავდივარ გასართობად, თვეში მაქსიმუმ სამჯერ გავიდე. როგორც გემოვნებიანი ქალი, შამპანურებიდან უპირატესობას ვანიჭებ დონ პირინეოს. რაც შეეხება ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, ერთი პერიოდი ჯეკი და ვაშლის წვენი მქონდა ამოჩემებული, ჰენესი, ქართულ სინამდვილეში ვოდკა, რედბულზეა დიდი მოთხოვნა, მაგრამ ენერგეტიკულ სასმელს არ ვსვამ, რადგან ჯანმრთელობისთვის რთულია. ზოგადად ვცდილობ საერთოდ არ დავლიო, რადგან ცუდად მოქმედებს ჩემზე სასმელი. დიდი მსმელი არ ვარ, ოთხ ჭიქაში ფეხზე ვერ ვდგები, სამ ჭიქაში მაგარი მთვრალი ვარ. ეს არის ჩემი მაქსიმუმი სასმელი. რომ ვიცი ცუდია ჩემთვის, სახის კანისთვის და ჯანმრთელობისთვის, უარს ვამბობ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უფრო ჰეფი და გახსნილი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ალკოჰოლი, ყოველთვის რომ სასმელი გინდა, უკვე ლოთი ხარ, ჩემთვის მიუღებელია, როცა ქალი ბევრს სვამს. მსმელი, დამრტყმელი და პურისმჭამელი ქალი ჩემთვის მიუღებელია. მსმელი ქალი ჩემთვის ქალი არ არის.

ნინი ბრეგვაძე

"მსმელი აღარ ვარ"

არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები, ზაფხულში ვსვამ ლუდს. დალევის პროცესი არ მომწონს, თორემ შედეგი მომწონს. ძლიერი ალკოჰოლური სასმელებიდან უპირატესობას ვანიჭებ ვისკის, წითელ ღვინოს. ძირითადად მაშინ ვსვამ, როცა კლუბში მივდივარ. ახლა მსმელი აღარ ვარ. ადრე უფრო ხშირად დავდიოდი კლუბში და დალევაც მიწევდა, რასაც მთავაზობდნენ, იმას ვსვამდი.

თამარ ბოჭორიშვილი

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"