"ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები" - თეონა კონტრიძე რუსი ხალხის დასაცავად გამოდის

"ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები" - თეონა კონტრიძე რუსი ხალხის დასაცავად გამოდის

მომღერალი თეონა კონტრიძე "ფეისბუქზე" არსებული ახალი ტენდენციის შესახებ წერს:

''ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს "ფეისბუქის" აქტივობაში რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს. დაახლოებით ამ ტიპის - ''ღორი რუსები'', ღორების სახელმწიფო და ა.შ...

მე დიდი ხანია, კრემლი და ხალხი გამიჯნული მყავს. გთხოვთ ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მსგავს მიმართვებს ახორციელებს, დატოვოს ჩემი მეგობრების წრე, რამეთუ "ფეისბუქის" დონეზეც ვერ ვიქნებით მეგობრები.

შეგახსენებთ: მე ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი, მეუღლე, სამეგობრო და ჩემი უსაყვარლესი პუბლიკა, რომელიც ყოველი კონცერტი მავსებს სიმხურვალით.

ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დიდი რაოდენობა რუსი ხალხისა, რომელსაც სძულს კრემლის პოლიტიკა, გულშემატკივრობენ საქართველოს, უკრაინას და საერთოდ ყველას, ვინც აუჯანყდა რუსეთის იმპერიას. პატივი მეცით და თვითონ დატოვეთ მეგობრების წრე'', - წერს მომღერალი.

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს