"გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

"გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

მსახიობმა ნინო მუმლაძემ საკმაოდ გულწრფელად და თამამად ისაუბრა საკუთარ უარყოფითსა და დადებით თვისებებზე.

ისიც გაგვიმხილა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელთან ერთადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს... ეხერხება ყველანაირი საოჯახო საქმე და გემრიელი კერძების მომზადებაც.

- ჰოროსკოპით ლომი ვარ და მინდა გითხრათ, ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა თვისება მაქვს.

- საკუთარი თავის დახასიათება შეგიძლია?

- ეს ძალიან რთულია. მოდი, იმას გეტყვი, რასაც სხვები ამბობენ ჩემზე: მეგობრები ჩემს საუკეთესო თვისებად მხარდაჭერისა და საჭირო მომენტში უპირობო დახმარების უნარს მიიჩნევენ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ისინი ჩემში მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას აფასებენ... ჯობია, ბევრი არ ვილაპარაკო, თორემ უსაშველო თავის ქება გამომივა.

- ბევრი უარყოფითი თვისება გაქვს?

- უარყოფით თვისებებს რაც შეეხება, გულწრფელად გეტყვით, რომ ზოგჯერ ეგოისტი ვარ. ზედმეტი თავმოყვარეობის გამო, ხანდახან შეცდომებს ვუშვებ და არაპუნქტუალურიც გახლავართ, რაც ყოველთვის და ყველას ნერვებს უშლის... ამ შემთხვევაშიც ვეცდები, ყველა კარტი არ გავშალო. ვფიქრობ, რაც ვაღიარე, საკმარისია (იცინის).

- გულწრფელი ადამიანი ხარ?

- საკმაოდ გულწრფელი ვარ, ხანდახან - ზედმეტადაც კი.

- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, რის გამო იღებ შენიშვნას?

- 31 წლის ქალისთვის ცოტა არ იყოს, უხერხულია იმაზე საუბარი, რომ მშობლებისგან კიდევ იღებს შენიშვნებს... რაც შეეხება ბავშვობის წლებს: გეტყვით, რომ ჩემი მშობლები აქცენტს ყოველთვის განათლებაზე აკეთებდნენ. ძალიან ბევრი რესურსი ჩადეს ჩემს განვითარებაში და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი, მაინც ყველა შენიშვნა ძირითადად, იქით იყო მიმართული, რომ უკეთ მესწავლა.

- დასახული მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბევრი შრომა გიწევს?

- მიზანდასახული ნამდვი­ლ­ად ვარ, განსაკუთრებით - იმ სფეროებში, რაც მართლა მაინტერესებს. ჩემთვის უშრომლად მიზნამდე მიღწევა წარმოუდგენელი რამ არის. ამის გარეშე არაფერი გამოდის.

- შენი დაუდევრობის გამო, ფეხი ხშირად წამოგიკრავს?

- (იცინის) ისე, პირდაპირი მნიშვნე­ლობით ფეხის წამოკვრასა და წაბარბაცებაში ძალიან მაგარი ვარ... ჩემი და და გიორგი გაგლოევი ხშირად ითვლიან, დღეში რამდენჯერ წავბარბაცდები და დღის ბოლოს ერთმანეთს ანგარიშს აბარებენ. ალბათ, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, ამ აღიარებაზე ძალიან ბევრს იხალისებენ... რაც შეეხება ცხოვრებისეულ "ფეხის წამოკვრას": მსგავსი რამ ჯერ არ მქონია. ამ მხრივ, საკმაოდ წინდახედული ვარ.

- ოდესმე დეპრესიაში ყოფილხარ?

- ვფიქრობ, დღევანდელ ცხოვრებაში დეპრესიულობა არავის უკვირს. გარშემო ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ ხშირად, ჩვენს ფსიქიკას ამ ყველაფრის აღქმა-მონელება უჭირს და ბევრი სტრესული მომენტი გვიგროვდება, რაც საბოლოო ჯამში, დეპრესიას იწვევს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც არ არის უცხო ხილი.

- როგორი ხარ, როცა ბრაზდები? წონასწორობას ადვილად კარგავ?

- როცა ვბრაზდები, მრისხანე ვხდები. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წვრილმანზე ნერვებს ვიშლი, მაგრამ რაღაცის ან ვიღაცის გამო თუ ცუდ გუნებაზე დავდექი, შეიძლება, ერთმა უმნიშვნელო დეტალმაც კი დამაკარგვინოს წონასწორობა. ასეთ დროს ან ყველა უნდა გამეცალოს, ან ძალიან ბევრი უნდა მეფერონ, რომ დავმშვიდდე. შეკამათებას უბრალოდ, აზრი არ აქვს.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება