რატი დურგლიშვილი ამერიკელ ლამაზმანზე ქორწინდება?

რატი დურგლიშვილი ამერიკელ ლამაზმანზე ქორწინდება?

რატი დურგლიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა, უცხოელი პროდიუსერების მიწვევით ამერიკაში იმყოფება.

რატი ერთდროულად ორ კლიპს იღებს. მომღერალმა გადაღებების ამსახველი ფოტოები ''ფეისბუქზე'' ატვირთა. ორივე ახალი სიმღერა ინგლისურენოვანი იქნება. რატი ამბობს, რომ თავი ჰოლივუდში ჰგონია, რადგან ყოველი წამი გაწერილი აქვთ.

მის ერთ-ერთ კლიპში ამერიკელი ლამაზმანი აურელია სკეპერსი მონაწილეობს. აურელია ძალიან ლამაზია და მათ ერთობლივ ფოტოს აქვს კომენტარები, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ''ნეტა, ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?" - წერენ ფეისბუქზე.

სოციალურ ქსელში დებატებიც კი გაიმართა - ჩვენი რატი ჯობია, თუ ამერიკელი ლამაზმანი. ხმათა უმრავლესობით ამ ''ბრძოლაში'' ჯერჯერობით რატი იმარჯვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება