მალხაზ აბულაძე: "სექსუალური აქტის თამაშს ორი დუბლი არ სჭირდება..."

მალხაზ აბულაძე: "სექსუალური აქტის თამაშს ორი დუბლი არ სჭირდება..."

''ტიფლისს'' სულ უფრო ბევრი მაყურებელი ჰყავს. სერიალი დიდი პოპულარობით განსაკუთრებით ინტერნეტში სარგებლობს. როგორც ამბობენ, სერიალი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილმაც შეაქო. ბევრი მაყურებელი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ სერიალი კვირაში მხოლოდ ერთხელ გადის.

განახლებული სეზონში მოქმედებები ციმბირში მიმდინარეობს. ციხის უფროსი, კობა მკაცრი და დაუნდობელია, კობას როლს მსახიობი მალხაზ აბულაძე ასრუებს, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაიცნო პაატას როლით.

''ტიფლისში'' მალხაზის გმირს კლავენ, თუმცა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მალხაზს უახლოეს სერიებში კვლავ ვიხილავთ.

მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა მალხაზ აბულაძისა და ნათია მელაძის ნათამაშებმა ეროტიკულმა სცენამ. ბევრმა

აღნიშნა, რომ ასე თამაში ჰოლივუდის მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ. მალხაზ აბულაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- უარყოფითი როლის შესრულება რომ შემოგთავაზეს, დათანხმებაზე დიდხანს ფიქრობდით?

- არც დავფიქრებულვარ.

- თქვენ თავად თქვენს გმირში რა არ მოგეწონათ?

- რამე რომ არ მომწონებოდა, არც ვითამაშებდი. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება