"ნინა ძალიან ზედაპირული დედაა... მგონი ნაკლებად ვგავარ" - ანი ტყებუჩავა დედის ამპლუაში

"ნინა ძალიან ზედაპირული დედაა... მგონი ნაკლებად ვგავარ" - ანი ტყებუჩავა დედის ამპლუაში

ცნობილი სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ოთხშვილიან ნინას - ანი ტყებუჩავას, რეალურად მხოლოდ ერთი გოგონა, წლის და 7 თვის ნენე ჰყავს. მასთან სწორედ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანზე ვისაუბრეთ, მისი გმირი - ნინა, დედის ასპექტშიც განვიხილეთ.

- ნენე წლის და 7 თვის გახდა. ბავშვებთან ურთიერთობა ნაკლებად უწევს, იმიტომ, რომ იშვიათად მივდივართ მის თანატოლებთან. სხვა დედებზე კი მეცინებოდა, როცა საკუთარ შვილებზე ასე ამბობდნენ, მაგრამ მართლა მგონია, რომ საზრიანი ბავშვია თავის ასაკთან შედარებით. გენეტიკა მართლა საოცარი რამეა, როცა შვილს აჩენ და მერე სხვა ბავშვებს უყურებ, მაშინ ხვდები ამას. პედაგოგები რომ ამბობდნენ, ბავშვი ოჯახის სარკეაო და ჩვენ რომ გვეცინებოდა, თურმე მართლა ასე ყოფილა. გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთულია მისი შეცვლა, თუკი რამე არ მოგწონს... აქედან გამომდინარე თუ გინდა, კარგი შვილი გყავდეს, საკუთარ თავს უნდა მიხედო, ვინც ჯერ მშობელი არაა, ჩემგან ეს რჩევა მიიღონ (იცინის).

ნენე იზრდება და იცვლება დღითიდღე, სულ რადმენიმე დღის წინ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახდა. აქამდე ღამე რომ მოშივდებოდა ხოლმე, წუწუნს იწყებდა, ახლა კი გაიღვიძებს და პირდაპირ მამას ეძახის: "მამააააა, მნია, მნიაააა". ის აჭმევს ხოლმე ღამით და მას მიმართავს პირდაპირ. ჩემი მეუღლე ადგება და ნენე მშვიდად ელოდება თავის ულუფას. აქამდე როცა საწოვარა გადმოუვარდებოდა პირიდან, ტირილს იწყებდა, ახლა კი კითხულობს: "სოსა ალ ალი?" რაც უფრო იზრდება, ნაკლებად "საშიში" ხდება. პატარა რომაა და ვერ გაგებინებს, რა უნდა, რთულია და გეშინია. ახლა და ახლა კი ყველაფერს გვაგებინებს და ჩვენც მშვიდად ვართ. ეს დღეები სახლში ვართ მეც და ჩემი მეუღლეც და მოსწონს, რომ ყველა ერთად ვართ.

- ნინას, როგორც დედას, როგორ აფასებ? ან რამდენად ჰგავხარ?

- მგონი ნაკლებად ვგავარ, იმიტომ რომ ნინა, როგორც დედა, ცოტა ზედაპირულად უყურებს ბავშვების აღზრდას, მისთვის მთავარია, შვილები ვინმეს ჰყავდეს, სურვილი აქვს, აუცილებლად ჰყავდეს ძიძა, უფრო თავისუფლად ზრდის... ბავშვები რაღაცას რომ დააშავებენ, მერე ახსენდება, რომ ის უნდა ეთქვა და ესწავლებინა შვილებისთვის, ისე გამოდის, რომ ბავშვები თვითონ არიან კარგები და წესიერები გენეტიკურად.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება