88 წლის ასაკში ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი 88 წლის ასაკში მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი სუნთქვის უკმარისობის გამო 21 ნოემბერს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებს ფილტვის გახვრეტა მოუწიათ, რათა სითხე ამოეტუმბათ. შედეგად პაციენტს ფილტვის უკმარისობა განუვითარდა, რომლის პარალელურად ექიმებმა გულის პრობლემებიც დააფიქსირეს. კვირების განმავლობაში ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ რიაზანოვის დასახმარებლად, მაგრამ 30 ნოემბერს რეჟისორი გარდაიცვალა.

ელდარ რიაზანოვი 1927 წელს სამარის ოლქში დაიბადა. ბავშვობაში ჯერ მეზღვაურობაზე ოცნებობდა, შემდეგ მწერლობაზე. თუმცა, საბოლოოდ სარეჟისოროზე ჩააბარა. ასე დაიწყო სახალხო კომედიების მომავალი რეჟისორის კარიერა.

მაყურებელმა რიაზანოვი ისეთი ფილმებით შეიყვარა, როგორიცაა "უფრთხილდით ავტომობილს" და "ბედის ირონია, ანუ გაამოთ".

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს