რატომ მიატოვა რუსკა მაყაშვილი სანტამ - ''ფინანსებზე საუბარი არც ყოფილა''

რატომ მიატოვა რუსკა მაყაშვილი სანტამ - ''ფინანსებზე საუბარი არც ყოფილა''

''საქართველოს ბანკის'' რეკლამაში რვა წლის განმავლობაში სანტას როლს ირაკლი ჭირაქაძე ასრულებდა. წელს კი მის ადგილს სხვა დაიკავებს. რუსკა მაყაშვილს სხვა სანტა ეყოლება. ირაკლი ჭირაქაძეს, ყოფილ სანტას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ირაკლი, რატომ აღარ მოირგეთ სანტა კლაუსის როლი?

- ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან მივიღე, ბოლო გადაღებების შემდეგ. ვთვლიდი, რომ ჩემი თავი ამოვწურე ამ რეკლამაში და ვუთხარი კიდეც, რომ ჩემს თავს ვეღარ ვხედავ-მეთქი სანტას როლში. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. არავითარი კონფლიქტი ჩემსა და ბანკს შორის არ მომხდარა. უბრალოდ, ხდება ხოლმე ასე. როდესაც დიდი ხანი აკეთებ ერთსა და იმავეს, ალბათ, მერე ხალისს კარგავ.

- ხალისის დაკარგვის მიზეზი ფინანსები ხომ არ იყო?

- ფინასებზე არც გვქონია საუბარი. რაღაცას რომ აკეთებ, პირველ რიგში კარგად უნდა გააკეთო. ვთვლი, რომ ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი. მე თვითონ აღარ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. ფინანსებზე საუბარი არც ყოფილა. წელს ბანკმა კიდევ გადმოდგა ნაბიჯი და დამირეკა. ვუთხარი, რომ აზრი არ შემიცვლია. სკანდალი და კონფლიქტი ჩვენს შორის არ მომხდარა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება