"ამის შედარება ქორწინებასთან არც შეიძლება" - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ერთად მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ამხელს

"ამის შედარება ქორწინებასთან არც შეიძლება" - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ერთად მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ამხელს

ახალი ფილმის ("ზღვის პირას") პრომოუშენის ფარგლებში ანჯელინა ჯოლიმ New York Times-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც მეუღლესთან ერთად ფილმის გადაღებების, მათი ქორწინებისა და ჰოლივუდში ამჟამად აქტუალური თემების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

ახალი ფილმის შესახებ: "ვიცი, რომ ადამიანთა ნაწილი აგრესიით განეწყობა ამ სურათის მიმართ, ზოგს კი, პირიქით, ძალიან მოეწონება. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თავი კვლავ მსახიობად და ხელოვან ადამიანად მეგრძნო".

გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინებაზე მნიშვნელოვანი აღმჩნდა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც მე და ბრედმა მედოქსის და ზაჰარას შვილად აყვანის დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი. მათი მშობლობის პასუხისმგებლობა ერთად ვიტვირთეთ, ანუ მთელი დარჩენილი სიცოცხლე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი გავხდით. ამ გადაწყვეტილების შედარება თავისი მნიშვნელობით ქორწინებასთან, არც შეიძლება, ქორწინება უფრო შემთხვევითობას ჰგავდა.

ბრედთან ქორწინების ოფიციალურად გაფორმება: "ცერემონია საფრანგეთში გაიმართა, თუმცა ზოგიერთი იურიდიული საკითხის მოგვარება კალიფორნიაში მოგვიხდა. ერთ დღეს სამონტაჟო ოთახში ვიყავი, ბრედიც იქვე რაღაცას აკეთებდა. ოთახში ასისტენტი შემოვიდა და გვითხრა, რომ რაღაც დოკუმენტებზე გვქონდა ხელი მოსაწერი... როდესაც დაბრუნდით, გამზადებული საქორწინო ხელშეკრულება გადმოგვცეს. მერე ვიღაცამ თქვა, რომ მოსამართლე გარეთ იცდიდა. როდესაც მოსამართლე შემოვიდა, ბრედმა იკითხა: ფეხზე უნდა ავდგეთო? მოსამართლემ გვიპასუხა, არაო და ამ დროს გავაცნობიერეთ, რომ ყველაზე უჩვეულო ფორმით ჩვენი ქორწინება შედგა".

ფილმის ("ზღვს პირას") გადაღებების შესახებ: "ფილმის გადაღება ქორწინებიდან მალევე დავიწყეთ, ფაქტობრივად, თაფლობის თვეში. რამდენიმე დღეში ვიფიქრე, რა ცუდი იდეა იყო ეს. ვანგრევდი ყველაფერს, ჯერ კიდევ მის დაწყებამდე. მაგრამ ნელ-ნელა მივიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე, პროცესში ბევრს ვკამათობდით, ვიწვევდით, იმედს ვუცრუებდით ერთმანეთს, გვქონდა კარგი და ცუდი დღეები... თუმცა გამოვძვერით, ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ ერთმანეთზე, მუშაობის დროს ახლებური ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ.. მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა გადავლახეთ".

სექსიზმი ჰოლვუდში: "სექსიზმი ჰოლივუდური ინდუსტრიის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა მე არ მინდა ნეგატივზე ფოკუსირება, მირჩევნია იმაზე ვისაუბრო, რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია. მე მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო სხვა ქალებს იმ შესაძლებლობების გამო, რაც მე მქონდა ცხოვრებაში და მე ბევრი შესაძლებლობა მქონდა. მე რასაც ვაკეთებ, როგორც ქალი რეჟისორი, საუკეთესო სამსახურია, რაც შემიძლია გავწიო. ამავდროულად, მინდა მსოფლიოს ყურადღება მივიზიდო ქალი რეჟისორების ნამუშევართა მიმართ".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება