როგორ გამოიყურებიან "მარტო სახლშის" ვარსკვლავები ფილმის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ

როგორ გამოიყურებიან "მარტო სახლშის" ვარსკვლავები ფილმის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ

"მარტო სახლში" ალბათ, ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელსაც ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებით უყურებს. საოჯახო კომედია შორეულ 90-იანებში გადაიღეს, თუმცა, იგი ამ დრომდე არ კარგავს პოპულარობას და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ახალი წლის განუყოფელ ნაწილად ითვლება. გთავაზობთ გალერეას, რომელშიც იხილავთ როგორ გამოიყურებიან მსახიობები ფილმის გადაღებიდან 25 წლის შემდეგ.

ასევე, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ფილმის შესახებ, რომელიც დღემდე არ იცოდით:

  1. ბაზის (ქევინი ძმის) შეყვარებულის როლს არტ-რიდექტორის ვაჟი ასრულებდა, რომელსაც გოგონას გრიმი გაუკეთეს, რადგან რეჟისორს არ უნდოდა, რომელიმე მოზარდი გოგონას განაწყენება.
  2. სურათისთვის მეტი რეალიზმის მისანიჭებლად, ჯო პეშს სურდა, რომ პატარა მაკოლეი კალკინს მისი შიში ჰქონოდა, რის გამოც ცდილობდა, გადასაღებ მოედანზე ხშირი ურთიერთობა არ ჰქონოდა მასთან.
  3. ერთხელ პეშმა კალკინს შემთხვევით მსუბუქი დაზიანება მიაყენა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რეპეტიციის დროს, ქევინის კაუჭზე "ჩამოკიდებას" ცდილობდა და ემუქრებოდა, რომ თითებს მოაჭამდა. შედეგად, პატარა ქევინს თითზე ისე უკბინა, რომ სისხლი წამოუვიდა.
  4. ფილმი, რომელსაც ქევინი უყურებდა, სინამდვილეში არ არსებობს. იგი სპეციალურად "მარტო სახლისთვის" გადაიღეს, რათა რამდენიმე ეპიზოდში გამოეყენებინათ.
  5. გიგანტური ობობა, რომელიც დენიელ სტერნის (მარვინის) სახეზე დაცოცავს ნამდვილი იყო. ხოლო იმისთვის, რომ ყვირილით არ შეეშინებინათ, მსახიობს მხოლოდ ყვირილის მიმიკის გამოხატვა მოუწია. ხმა მოგვიანებით ჩაწერეს.
  6. ფილმის გადაღებები, თითქმის მთელ ჩიკაგოში მიმდინარეობდა, ხოლო პარიზის აეროპორტის ნაცვლად ო'ჰარას აეროპორტია გამოყენებული. ბიზნეს კლასის მდიდრული დეკორაციებით სინამდვილეში ადგილობრივი სკოლის კალათბურთის დარბაზი იყო მორთული.
  7. სახლი, რომელიც ფილმში ქევინის ოჯახს ეკუთვნოდა, 2012 წელს 1,585 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამჟამად, იგი ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.
  8. მაკოლეი კალკინის ძმამ კირანმა ფილმში ფულერის როლი შეასრულა, რომელიც გამუდმებით იფსამს ლოგინში.
  9. მაკოლეი კალკინმა ნამდვილად დახატა რუკა, რომელზეც ყველა ხაფანგის ადგილმდებარეობაა მოცემული.

 

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება