ანჯელინა ჯოლი მაკიაჟის გარეშე - მსახიობის გზავნილი ქალებს

ანჯელინა ჯოლი მაკიაჟის გარეშე - მსახიობის გზავნილი ქალებს

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საკუთარ უმაკიაჟო სურათს აქვეყნებს და ქალებს მიმართავს:

"მაკიაჟისა და ღიმილის მიღმა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მრავალი გოგონა მადევნებს თვალყურს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ბუნებრივი არის ლამაზი. ზოგჯერ ისინი ვერ იაზრებენ, რომ ადამიანების გარეგნობის მიღმა უამრავი დიზაინერი, მაკიაჟის ოსტატი და ფოტოშოპი იმალება. ცნობილი ადამიანების სილამაზე სინამდვილეში სიცრუეა.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხართ გარეგნულად, მთავარი ისაა, რაც შიგნითაა. 40 წლის ასაკში დავიწყე იმის გააზრება თუ ვინ ვარ. მე მაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ვამაყოფ ყველა ქალით, რომელიც საკმარისად მამაცია და შეუძლია თქვას, რომ ლამაზია ისეთი, როგორიც არის!

იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ წერილს გაავრცელებთ და მთელ მსოფლიოს გააგებინებთ, რომ შინაგან სილამაზეს გარეგნულ იერსახეზე მეტად აფასებთ" - წერს ჯოლი.

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე