მელანი გრიფიტის ფეხების ფოტომ ინტერნეტ მომხმარებლები შოკში ჩააგდო

მელანი გრიფიტის ფეხების ფოტომ ინტერნეტ მომხმარებლები შოკში ჩააგდო

მსახიობმა მელანი გრიფიტმა სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამზე” განათავსა ფოტო, რომელზეც პლაჟზე, ჰაერში აწეული მისი ფეხებია გადაღებული. ”ჰავაი და ჩემი ფეხები ცაში”, - დაასათაურა ფოტო გრიფიტმა.

კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ მსახიობი უკვე იმ ასაკში და ფორმაში აღარაა, რომ ასეთი ფოტოები გადაიღოს და საჯაროდ განათავსოს. ვარსკვლავის გვერდის გამომწერები აქცენტს აკეთებდნენ მის დანაოჭებულ მუხლებზე, რომლებიც ”არ ღირს, რომ ასე ღიად გამოაჩინო”.

მელანიმ ფოტო, რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია, არ წაშალა, არამედ ახალი სელფი გამოაქვეყნა. ”ეს მე ვარ. ფილტრების გარეშე. 58 წლის. ვთამაშობ სერიალში ”ჰავაი 5.0” სკოტ კაანის დედის როლს. განაგრძეთ საზიზღრობების წერა. ბედნიერ შობას გისურვებთ”, - გაუკეთა კომენტარი მსახიობმა ფოტოს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება