ჯანეტ ქერდიყოშვილი ეროვნული სამოსით "მის სამყაროზე"

ჯანეტ ქერდიყოშვილი ეროვნული სამოსით "მის სამყაროზე"

20 დეკემბერს ლას ვეგასში "მის სამყაროს 2015"-ს გამოავლენენ. ფინალურ შოუმდე რამდენიმე წინაშესარჩევი ტური გაიმართა, მათ შორის საღამოს კაბების, საცურაო კოსტიუმისა და ეროვნული სამოსის დღე. მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონათა შორის საქართველოდან 24 წლის ჯანეტ ქერდიყოშვილია. ეროვნული სამოსის დღეზე ჯანეტი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ქართული კაბით წარსდგა. საბოლოო ქულები ამ ტურებისა და ინტერვიუების შემდეგ დაჯამდება და 15 გოგონა უმაღლესი ქულებით ფინალში გადავა. მოხვდება თუ არა ქართველი ლამაზმანი სამყაროს ყველაზე ლამაზ 15 გოგონას შორის და ვინ გახდება "მის სამყაროს 2015", სულ მალე გავიგებთ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: ჯანეტ ქერდიყოშვილი საცურაო კოსტიუმით და საღამოს კაბით

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება