20 დეკემბერს Georgian Strings კონცერტს გამართავს

20 დეკემბერს Georgian Strings კონცერტს გამართავს

20 დეკემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, კამერული ორკესტრი - Georgian Strings პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე Georgian Strings სახით კიდევ ერთი ახალი შემოქმედებითი კოლექტივი დაარსდა, რომელიც 20 დეკემბერს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს. მათივე ინფორმაციით, შესრულდება სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის და გია ყანჩელის ნაწარმოებები. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებელთა წინაშე ნიკოლოზ რაჭველი და ალტისტი გიორგი ცაგარელი წარსდგებიან.

Georgian Strings-ის პირველი კონცერტი 2015 წლის 28 სექტემბერს გაიმართა ბრუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, სადაც დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიება 17 :00 საათზე დაიწყება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება