სკანდალი "მის სამყარო 2015"-ის ცერემონიალზე - გვირგვინი შეცდომით თავზე კოლუმბიის წარმომადგენელს დაადგეს

სკანდალი "მის სამყარო 2015"-ის ცერემონიალზე - გვირგვინი შეცდომით თავზე კოლუმბიის წარმომადგენელს დაადგეს

20 დეკემბერს ლას-ვეგასში "მის სამყარო 2015" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ფილიპინების წარმომადგენელი პინა ალონსო ვურტცბახი გახდა. თუმცა შოუს წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი 21 წლის კოლუმბიის წარმომადგენელს არიანდე გუტიერეს არევალოს გადასცეს. მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს თავზე გვირგვინი დაადგეს, ჰარვიმ განაცხადა, რომ არასწორად ამოიკითხა ბარათზე გამარჯვებულის სახელი.

სილამაზის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი "მის სამყარო-2015" 16 დეკემბერს დაიწყო. მასში 80 გოგონა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც. თუმცა ქართველი გოგონა სამწუხაროდ, ფინალისტების რიცხვში ვერ მოხვდა. მის სამყაროს შემდეგი კონკურსი 2016 წელს ბუდაპეშტში გაიმართება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება