"ამას წინათ პატრიარქმა მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო..." - ია ფარულავას ცხოვრების პალიტრა

"ამას წინათ პატრიარქმა მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო..." - ია ფარულავას ცხოვრების პალიტრა

"ჩემი ცხოვრების პალიტრა", - ასე დავარქვი ახალ რუბრიკას, რომელსაც "kvirispalitra.ge"-ზე ვიწყებთ. სტუმრები ის ცნობილი ადამიანები იქნებიან, ვისაც მართლაც ბევრი რამ აქვთ საკუთარი ცხოვრების შესახებ სათქმელი.

პირველი ჯერისთვის მსახიობი ია ფარულავა შევარჩიე. ის რუბრიკაში მონაწილეობამ ძალიან გაახარა, რადგანაც ფერების მიმართ თავისი დამოკიდებულება აქვს, რასაც საკუთარ წიგნში "თამაში "თამაშის" გარეშე" ქვეთავსაც კი უძღვნის: "ფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე და მისი ენერგიის დონეზე. თითოეულმა ფერმა მგრძნობიარე მსახიობში, წესით, სხვადასხვა ემოცია უნდა გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება ძვირფასი მასალა გახდეს სცენაზე მუშაობის დროს - ემოციათა გორგალი ხომ სხვადასხვა ფერითაა სავსე!" - ამბობს წიგნში მსახიობი და ჩემთან საუბარში კი თემას ასე განაგრძობს:

- წიგნში გარკვეული ადგილი მივუჩინე ფერების გამოსხივებას, ჩვენ ყველანი გარკვეულ ფერს ვასხივებთ, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ემოცია. თუკი ფერს შეუძლია გამოიწვიოს ემოცია, მსახიობმაც რაღაც ფერის გამოსხივების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ემოცია, რასაც "ემოციათა გორგალი" დავარქვი. ეს ტერმინი მსოფლიო თეატრალურ ენციკლოპედიაშიც შევიდა, რომელიც პროფესორმა მერაბ გეგიამ შეადგინა.

"ჩემი ბავშვობა ფორთოხლისფერი მგონია"

- ბავშვობის პერიოდს რა ფერს ადარებ?

- ჩემი ბავშვობა ფორთოხლისფერი მგონია, რომელსაც ოქროსფერი ფონი ახლავს. ეს არის პერიოდი, როცა ცხოვრება ლამაზი ფერებით გეხატება, უფრო სწორად, ასეთად მშობლები გიხატავენ. პირველი ასოციაცია ჩემს სათამაშოზე - ქაღალდის თეატრზე მოდის, სხვადასხვა ფერის ფონებით.

- მამა (ოთარ ფარულავა) მხატვარი, მოქანდაკე იყო, ალბათ ამ ყველაფერში დიდი როლი მასაც მიუძღვის.

- მამის როლი ამ საქმეში მართლაც დიდია, რადგანაც მე და ჩემს ძმას ხშირად ორ ფორთოხლისფერ გარეკანიან, სქელ წიგნს გვათვალიერებინებდა, რომელშიც რენესანსის დროინდელი მხატვრების - მიქელანჯელოს და ლეონარდო დავინჩის, რაფაელის რეპროდუქციებს ვეცნობოდით, ფერებს განვიხილავდით. ვუსმენდით ბახს, მოცარტს, შუბერტს, შუმანს (მალერისტი და ვაგნერისტი არ ყოფილა)... მამაჩემის პირველი მეუღლე, ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ და ამის გამო ოპერის თეატრის ხშირი სტუმარი ვიყავი, კულისებში ვარ გაზრდილი, იქიდან ვუყურებდით წარმოდგენებს... მედეას დღემდე მედიკო დედიკოს ვეძახი, - ესეც ბავშვობიდან გამოყოლილი ემოციაა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება