ქსენია სობჩაკი აუქციონზე საკუთარ თავს და საქორწინო კაბას ყიდის

ქსენია სობჩაკი აუქციონზე საკუთარ თავს და საქორწინო კაბას ყიდის

ქსენია სობჩაკმა ოფიციალურად განათავსა ინტერნეტ-აუქციონზე ორი არასტანდარტული ლოტი. პირველი - მასთან პაემანია, მეორე კი ულამაზესი საქორწინო კაბა, რომლის ჩაცმაც ქსენიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

ამჟამად, ქსენია სობჩაკთან პირადი პაემნისთვის მზად არიან 2 500 ამერიკული დოლარი გადაიხადონ, თუმცა პირველადი ფსონი 10 000 რუბლი იყო. ის, ვინც ლოტს მოიგებს, ქსენიასთან ერთად კაფე ”ბუბლიკში” სავახშმოდ გაეშურება.

მეორე ლოტის ფასი უკვე 3 400 დოლარამდე გაიზარდა. ამ კაბაში სობჩაკი გათხოვებას გეგმავდა, მაგრამ მისი ქორწინება არ შედგა. შეგახსენებთ, 2005 წელს ქსენია აპირებდა ცოლად გაჰყოლოდა ალექსანდრ შუსტეროვიჩს, მაგრამ მოულოდნელად გააუქმა ქორწილი. ცნობილია, რომ საქორწინო სამოსის შეძენა მას დაახლოებით 12 000 დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება